საზოგადოებრივ კამპანიაში - „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ - ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწას. საუბარია პარლამენტში თითქმის ერთი წლის წინ შეტანილ საკანონმდებლო პაკეტზე, სადაც მკაცრად არის განსაზღვრული ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. უკანონო ფარული ჩანაწერების თემა პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილშიც ხშირად ვლინდება და ასე იყო 30 აპრილის პარლამენტის სხდომაზეც.
ოთხშაბათის სხდომაზე, განცხადებებისთვის განკუთვნილ დროში, უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ გაიხსენა გასულ კვირაში კოლეგა ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ჩატარებული ექსპერიმენტი. ორ დეპუტატს შორის საგანგებოდ დადგმული სატელეფონო საუბრის კვალდაკვალ, სადაც ლაპარაკი იყო ვითომდა პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, დასახელებულ მისამართზე სამართალდამცველებმა - და, მათ შორის, მაღალჩინოსანმაც -მოიყარეს თავი. გოგა ხაჩიძე გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევითობა ანდა პოლიციელთა დამოუკიდებელი ღონისძიება ყოფილიყო. ის კვლავაც უკანონო მოსმენებზე ლაპარაკობს:
”გეუბნებით კონკრეტულად, რომ გვისმენენ. თუმცა რა თქმა გინდათ - თქვენც და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით - ზოგმა გულის სიღრმეში, შიშით, ზოგმა ღიად, გაცხადებულად, რომ გვისმენენ... და გთხოვთ, რომ ამაზე ნუ დახუჭავთ თვალებს, ნუ გექნებათ არგუმენტები, რაღაც აბსურდამდე მიყვანილი”.
გოგა ხაჩიძისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ გასულ კვირაში ჩატარებული ექსპერიმენტი ყურადღებისა და განხილვის ღირსად არ ჩათვალეს ხელისუფლებაში. მაგალითად, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, "არასერიოზულია” ყურადღების მიქცევა დადგმული სპექტაკლისთვის და რომ ის, გოგა ხაჩიძის ნაცვლად, ბიზნესის განვითარებაზე აპირებს ფიქრს. ამავე ტიპის განცხადებები გასულ კვირაში უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატებმაც გააკეთეს. 30 აპრილის სხდომაზე გოგა ხაჩიძეს ნუკრი ქანთარიამ უპასუხა:
”ვის რაში აინტერესებს ახლა ბატონი ხაჩიძის მოსმენა... საოცარია პირდაპირ მისი ასეთი გამალებული სურვილი, რომ - მისმენენ, მისმენენ და ... არ გისმენენ, ბატონო ხაჩიძე. სამწუხაროდ, არავინ არ გისმენთ თქვენ, საზოგადოება არ გისმენთ და ახლა, ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ. არც ფარულად და არც ღიად არ გისმენენ”.
პოლიტიკური დაპირისპირებისა და კინკლაობის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტში, წესით, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს უნდა განიხილავდნენ, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ აკრძალავდა უკანონო ფარული მიყურადების რეალურად არსებულ პრობლემას საქართველოში - დაახლოებით ასეთია კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. ამ კამპანიის მიერ 29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშიც ვკითხულობთ და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმაც განაცხადა 30 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, რომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეგნებულად უკეთებს იგნორირებას სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს:
”მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პარლამენტარები მხარს უჭერენ ამ პროცესს, მაინც გაჭიანურებულია ეს პროცესი და მაინც მივედით ჩვენ იქამდე, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ამ საკითხის განხილვას არ აპირებს საქართველოს პარლამენტი. ვფიქრობთ, რომ ეს არის სპეციალურად გაკეთებული. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი არის სპეციალურად გაჭიანურებული იმისთვის, რომ მართლაც არ შეიცვალოს ის პრაქტიკა, რასაც ჩვენ ვხედავდით წლების განმავლობაში და რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იქნა იმპლიმენტირებული”.
ეკა გიგაური, ისევე როგორც საზოგადოებრივი კამპანიის სხვა წარმომადგენლები, ვარაუდობენ, რომ პროცესს ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი, სამართალდამცავი ორგანოები აფერხებენ.
კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 29 აპრილს კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, ”დაუყოვნებლივ განაახლოს საკანონმდებლო პაკეტის განხილვა და ხელი შეუწყოს ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდეს”. თუმცა ეს, ამ ეტაპის მოცემულობით, ბევრს სრულიად შეუძლებლად მიაჩნია.
ოთხშაბათის სხდომაზე, განცხადებებისთვის განკუთვნილ დროში, უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ გაიხსენა გასულ კვირაში კოლეგა ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ჩატარებული ექსპერიმენტი. ორ დეპუტატს შორის საგანგებოდ დადგმული სატელეფონო საუბრის კვალდაკვალ, სადაც ლაპარაკი იყო ვითომდა პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, დასახელებულ მისამართზე სამართალდამცველებმა - და, მათ შორის, მაღალჩინოსანმაც -მოიყარეს თავი. გოგა ხაჩიძე გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევითობა ანდა პოლიციელთა დამოუკიდებელი ღონისძიება ყოფილიყო. ის კვლავაც უკანონო მოსმენებზე ლაპარაკობს:
”გეუბნებით კონკრეტულად, რომ გვისმენენ. თუმცა რა თქმა გინდათ - თქვენც და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით - ზოგმა გულის სიღრმეში, შიშით, ზოგმა ღიად, გაცხადებულად, რომ გვისმენენ... და გთხოვთ, რომ ამაზე ნუ დახუჭავთ თვალებს, ნუ გექნებათ არგუმენტები, რაღაც აბსურდამდე მიყვანილი”.
არ გისმენენ, ბატონო ხაჩიძე. სამწუხაროდ, არავინ არ გისმენთ თქვენ, საზოგადოება არ გისმენთ და ახლა, ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ. არც ფარულად და არც ღიად არ გისმენენ...ნუკრი ქანთარია