"გაზპრომი" ვარაუდობს, რომ სანქციების მატება ბიზნესს დააზარალებს

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ განცხადებით, თუ დასავლეთი კიდევ უფრო გაზრდის სანქციებს მოსკოვის მიმართ უკრაინაში მისი მოქმედების გამო, ამას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს „გაზპრომის“ ბიზნესსაქმიანობისათვის და აქციების ფასისთვის. კომპანიის ფინანსურ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კიევთან გაზის ფასის გამო დავამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ევროპაში გაზის ექსპორტს უკრაინაზე გამავალი გაზსადენებით. აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები აქამდე არ შეხებია „გაზპრომს“ და მის მენეჯერებს. "გაზპრომზე" მოდის გაზით ევროპის მომარაგების 30%.