უკვე რამდენიმე დღეა უკრაინაში ანტიტეროსტული ღონისძიებები დაიწყო. ქვეყანა, რომელიც საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წინაშე დგას. ცხადია, უკრაინის პოლიტიკაში და, შესაბამისად, ეკონომიკაში განვითარებული მოვლენები საინტერესოა საქართველოსთვის. ამიტომ დღეს უფრო დეტალურად შევჩერდებით უკრაინის ეკონომიკაზე და მასთან საქართველოს ეკონომიკური პროცესების კავშირზე.
უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრობლემა დღეს მისი საგარეო ვალია, რომელმაც 2014 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 53%–ს მიაღწია და 75 მილიარდი დოლარი შეადგინა. მხოლოდ გაზპრომის წინაშე ვალმა აპრილის დასაწყისისთვის 2,238 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ბოლო ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანას უახლოეს ორ წელიწადში 14–დან 18 მილიარდ ევრომდე თანხას გამოუყოფს. ორშაბათს ხელი მოეწერა აშშ-ის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უკრაინა 1 მილიარდი აშშ დოლარის ევროობლიგაციებს გამოუშვებს აშშ-ის სახელმწიფოს გარანტიით. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ დაამტკიცა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ფინანსური და 610 მილიონი ევროს მაკროსაფინანსო დახმარება. ევროკავშირმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნის შესახებ, რაც, ზოგიერთი შეფასებით, მომენტალურ 500 მილიონი ევროს შემოსვლას გულისხმობს ქვეყანაში. გერმანულმა კომპანია RWM-მ კი 2014 წლის აპრილში უკრაინისთვის, პოლონეთის გავლით, გაზის მიწოდება დაიწყო.
ქვეყნის ხელისუფლებას მოუხდა არაპოპულარულ ნაბიჯებზე წასვლაც - შექმნილ ვითარებაში უკრაინა საარსებო მინიმუმისა და პენსიების გაზრდაზე უარს ამბობს. ხელისუფლების გადაწყვეტილებებს შორისაა სოციალურ შემწეობათა შემცირება და ტარიფების გაზრდაც.
რამდენად გამოიღებს ეს ნაბიჯები ეკონომიკურ შედეგებს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მანამდე კი ცხადია, რომ მსყიდველუნარიანობა ქვეყანაში შემცირებულია და ეკონომიკური ზრდაც - შეჩერებული. მაგალითად, უკვე 2014 წლის თებერვლისთვის, გასული წლის თებერვალთან შედარებით, უკრაინაში პროდუქციის იმპორტი 22 პროცენტით, ექსპორტი კი 12 პროცენტითაა შემცირებული.
მიუხედავად ამისა, 2014 წლის თებერვალში, საქართველოდან ექსპორტის თვალსაზრისით, უკრაინა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოზიციას ინარჩუნებს. ქართული ექსპორტის 10 პროცენტი ამჯერადაც სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. რაც ასევე საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წელი რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ზრდით აღინიშნა, 2014 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლების თანახმად, უკრაინაში ექსპორტირებული ქართული პროდუქციის ღირებულება ორი თვის განმავლობაში დღესაც კი 3 მილიონი აშშ დოლარით აღემატება რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებას.
სამაგიეროდ, აშკარა კლებაა იმპორტში. კერძოდ, თუ მთელი 2013 წლის განმავლობაში უკრაინიდან სულ, დაახლოებით, 602 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წელს ორი თვის განმავლობაში 65 მილიონი აშშ დოლარის პროდუქციაა შემოსული. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმპორტი საქართველოში ზოგადად შემცირებულია, ეს, შესაძლოა, საერთო ტენდენციის ნაწილი იყოს.
შედარებით მოკრძალებული წვლილი აქვს უკრაინას საერთაშორისო ფულადი გზავნილების თვალსაზრისით საქართველოში. იგი მეექვსე ადგილს იკავებს მთავარ პარტნიორებს შორის, თუმცა საკმაოდ დაბალი წილით - უკრაინის წილი ფულადი გზავნილების საერთო რაოდენობაში სულ 2 პროცენტია. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, მაინც აღსანიშნავია, რომ, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2014 წლის იანვარ-მარტში გზავნილების მოცულობა, დაახლოებით, 10 პროცენტით არის შემცირებული.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში მიმდინარე საკმაოდ მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობაზე ჯერჯერობით მკვეთრად არ ასახულა. რამდენად შენარჩუნდება ეს ტენდენცია, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა, დასავლეთთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას ქვეყანაში.