დღეს მეათე სტუდია „მინი ფორმატისაა“ და მხოლოდ ორ თემაზე ვისაუბრებთ. გიამბობთ არქიტექტორ მაია კაჭარავას წიგნზე, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის ქართული ჯვარგუმბათოვანი ძეგლების პროპორციებს ეძღვნება. რადიოჟურნალში შეიტყობთ არქეოლოგების სურვილს, ქობულეთში ფიჭვნარად წოდებულ ტერიტორიას ნაკრძალის სტატუსი აღუდგინონ. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ფიჭვნარს 2007 წელს მოეხსნა, შემდეგ ტერიტორია თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოცხადდა და ბოლო 4 წლის განმავლობაში იქ გაიხსნა ორი კომპლექსი, რომელთა მშენებლობამ უნიკალური არქეოლოგიური ფენები დააზიანა.