წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი რადენიმე სოფლის რწმუნებულსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად დააკავეს. დაკავებულთა რაოდენობა სულ 18–ია. საჯარო მოხელეების დაკავება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა, სადაც გამგეობა და საკრებულოა განთავსებული. დავით ქევხიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა საკრებულოს თავმჯდომარეს სამუშაო ოთახის კარი აუჭედეს და ზედ ცოცხი დაამაგრეს – ხმაური და დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო.
„რატომ დაიჭირეს გამგებელი, აზრზე არ ვარ. გარეთ ვიდექით ჩვენთვის და არავის არაფერს არ ვეუბნებოდით. მოვარდა პოლიცია, დაიჭირეს და წაიყვანეს პოლიციაში. ეს პოლიცია, როგორც ადრე იყო, ახლაც ნაციონალების გვერდზე დგას და მათ ინტერესებს იცავენ. „ქართული ოცნება“ არავის არ აინტერესებს“, ამბობს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი ილია ბეროშვილი.
ვიდრე დავით ქევხიშვილს შს სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს ყვარლის განყოფილებაში გადაიყვანდნენ, მან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში უსამართლობაა და ის ბრძოლას გააგრძელებს:
„ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ჩვენც ვიბრძვით იმისთვის, რომ ხალხს დავანახვოთ, ფარ-ხმლის დაყრას არ ვაპირებთ. ყველა დაინახავს, რომ ბრძოლა შეგვიძლია“.
შს სამინისტრომ ყვარლის გამგებლისა და სხვა პირების დაკავების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. როგორც პრესსამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ გვითხრა, სავარაუდოდ, დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ:
„დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად 17 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებული. ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ. სასამართლო გადაწყვეტს, როგორ მოიქცევა. სავარაუდოდ, ეს იქნება ჯარიმა“.
დღევანდელ პროცესებს წინ უძღოდა ხმაური ყვარლის საკრებულოში, სადაც 24 აპრილს დავით ქევხიშვილის გადაყენების საკითხი განიხილებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძე გამგებელს საყვედურობდა, რატომ დაზოგა პრემიებისთვის - ასევე ოფისის რემონტისთვის - გამოყოფილი თანხები. იმპიჩმენტის საკითხის დასმის შემდეგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრები შევიდნენ და ხმაურისა და დაპირისპირების გამო სხდომა ჩაიშალა.
„საკრებულო იხილავდა გამგეობის 2013 წლის წლიურ ანგარიშს, სადაც აზრთა სხვადასხვაობა იყო და დადგა გარკვეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ბრბო შემოვარდა საკრებულოს სამუშაო დარბაზში და საკრებულომ პრაქტიკულად შეწყვიტა მუშაობა. რადგან სამუშაო პირობები არ იყო, დროებით გადაიდო სხდომა“, ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძე.
საკრებულოს 24 აპრილის სხდომაზე ყვარლის გამგებელმა დავით ქევხიშილმა განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და რამდენიმე წევრი უშიშროების სამსახურის ზეწოლის ქვეშ არიან და მას ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც აქვს:
„ეხლავე შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ ჩემ წინააღმდეგ პროცესები დაგავალეს და ამის დამადასტურებელი აუდიომასალაც მაქვს. მე მოვატანინებ ამ ჩანაწერს და ყველაფერი ნათელი გახდება“, – ამ სიტყვებით მიმართა დავით ქევხიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა აუდიომასალა არ წარმოუდგენია.
ყვარლის გამგებელი ღიად არ ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ ცდილობს ის თანამდებობიდან გაათავისუფლოს, თუმცა ამის თაობაზე მედიასთან განცხადებები გააკეთა გამგებლის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ხუციშვილმა. მან კონკრეტული გვარები დაასახელა. მათ შორის არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, რომელიც წარმოშობით ყვარლიდანაა:
„ამ ადამიანების უკან დგას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი და უშიშროების სამმართველოს უფროსი ალექსი ფერიაშვილი. ეს ადამიანები ცდილობენ პოლიტიკური სიტუაცია გააკონტროლონ ყვარელში, რაც ვერ მოახერხეს დავით ქევხიშვილის ჩამოცილების გარეშე და სწორედ ქევხიშვილის გადაყენება უნდათ ახლა“.
ყვარელში მიმდინარე პროცესებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც გამოეხმაურნენ, რადგან ამ დაპირისპირებისას ისმოდა განცხადებები, რომ ყვარელში მიმდინარე მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო მართული. ოპოზიცია ამბობს, რომ ის, რაც დღეს ყვარელში ხდება, მათთვის მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, "ქართულ ოცნებაში“ „სკამებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ წევრები გადაბრალების პილიტიკით არიან დაკავებულიო“.
შეგახსენებთ, რომ დავით ქევხიშვილს რამდენიმე კვირის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრიც დაუპირისპირდა. ბაკურ სესიაშვილი დავით ქევხიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა. გამგებელმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ სესიაშვილის ქმედება იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მის წინააღმდეგ უკვე 2 თვეა, რაც ხორციელდება.