რუსეთის პრეზიდენტი არქტიკის რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, განვითარდეს ამ ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა არქტიკაში. პუტინის თქმით, რეგიონში უნდა შეიქმნას სამხედრო-საზღვაო ფლოტის და შემდგომი თაობის წყალქვეშა ნავების ერთიანი სისტემა. ეს პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა 22 აპრილს. მისი თქმით, მსოფლიო სწრაფად იცვლება და ეს რუსეთის სახელმწიფო ინტერესებისთვის, ახალ რისკს შეიცავს.