რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის აცრისას?
Your browser doesn’t support HTML5
22 აპრილს საქართველო შეუერთდა ევროპის იმუნიცაზიის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების ვაქცინაციას, მშობლების ინფორმირებას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მშობლებს მოუწოდებენ, გაუკეთონ ბავშვებს ის სავალდებულო აცრები, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს. შარშან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვა ვაქცინებთან ერთად, დაფინანსდა როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც, უკვე წელს კი იგეგმება პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაც.