სტუმრად ჩვენს ეთერში: თამთა მიქელაძე

Your browser doesn’t support HTML5

22 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. მან უსახლკაროთათვის განკუთვნილ კარვებსა და უსახლკაროთა ბედზე ისაუბრა. ხელისუფლების ინიციატივით, გამოსაზამთრებლად გაშლილი კარვები სულ მალე დაიშლება. რა ელით ადამიანებს, რომლებსაც სახლ-კარი არ გააჩნიათ და ზამთარი კარვებში გაატარეს. რა პირობებში იცხოვრეს მათ ამ ხნის მანძილზე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი, სადაც უსახლკაროები არიან განთავსებული. თამთა მიქელაძემ ამ და კიდევ სხვა არაერთ თემაზე გაამახვილა ყურადღება. ის თვეების განმავლობაში სწავლობდა უსახლკაროთათვის გაშლილ კარვებში არსებულ მდგომარეობას.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი თამთა მიქელაძესთან