ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარეს

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამქალაქის მერობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაატარა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამ დროისთვის გორში სხვა კანდიდატი რეგისტრირებული არ არის. ირაკლი ოქრუაშვილმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად რეგისტრირების თაობაზე განაცხადი 17 აპრილს შეიტანა.