სირიის ქალაქ ჰომსში ბომბის აფეთქებას 14 კაცი ემსხვერპლა

14 კაცი დაიღუპა 18 აპრილს სირიის ქალაქ ჰომსის იმ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად, სადაც მთავრობის მომხრეები ცხოვრობენ. ოფიციოზის ცნობით, ბომბი ბილალ ალ ჰაბშის მეჩეთთან მაშინ მოხდა, როდესაც მლოცველები ღვთისმსახურების შემდეგ შენობას ტოვებდნენ. დაჭრილია ათობით ადამიანი. ბოლო ინცინდენტის ფონია ცნობები, ქალაქზე კონტროლის სრულად აღდგენის მიზნით მიმდინარე ოპერაციაში სამთავრობო ჯარების წარმატებების შესახებ.