პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 110 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", ისევე როგორც მისგან გამომდინარე სხვა კანონპროექტები. "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის ინიცირება საქართველოს მთავრობამ მოახდინა.