ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 15 აპრილს საგანგებო განცხადება გაავრცელა და საჭიროდ ჩათვალა გაექარწყლებინა მითი, რომლის თანახმადაც, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შედეგად, პრობლემები შეექმნებათ ქართველ ფერმერებს და, ასევე, გაძვირდება საკვები. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ასევე მიიჩნევს, რომ ფაქტების დამახინჯება და მითების გავრცელება შეგნებულად ხდება. ერთ-ერთი მითის თანახმად, „ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს". ვინ ავრცელებს ამ მითებს და რატომ? - ამ შეკითხვით მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც სამშაბათს, 15 აპრილს, პრაღაში რადიო თავისუფლების სათავო ოფისს სტუმრობდა.
„მითების ბარიკადები“ ევროპისკენ მიმავალ გზაზე
თამარ ბერუჩაშვილი: „ძალიან მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა დღეს ვიყო ამ სტუდიაში. რადიო თავისუფლება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და, შესაბამისად, ნამდვილად პატივია, რომ დღეს აქ ვარ, როგორც ასევე თქვენი ერთგული მსმენელი. რასაკვირველია, ეს არის ძალიან პოლიტიკურად მიმზიდველი, უმნიშვნელოვანესი თემა ქართული სახელმწიფოს ევროპული ნორმებისა და სტანდარტების მშენებლობის საქმეში, მაგრამ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ემოციურად დღეს საქართველოს 85 % მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
რადიო თავისუფლება: 85 %?
თამარ ბერუჩაშვილი: 85 %!
რადიო თავისუფლება: ეს, შეიძლება, ცოტა გაუგებარი იყოს, ქალბატონო თამარ. თუ 85 % უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ ვისთვის არის საჭირო შეხსენება, რომ „რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ქართველი ფერმერები დაზარალდებიან რეფორმების შედეგად, ევროკავშირი ადასტურებს, რომ ნებისმიერი რესტრუქტურიზაცია გულისხმობს, რომ ზოგიერთი ადამიანისათვის აღარ იყოს საჭირო ფერმერული საქმიანობა“. ესე იგი ევროკავშირში საქართველოს შესვლის შემთხვევაში რაღაც კატეგორია ფერმერებისა დაზარალდება?
თამარ ბერუჩაშვილი: იცით რა, ნეგატიურ კითხვას და ცოტა გადაჭარბებულ ახსნა-განმარტებას და ფოკუსირებას კონკრეტულად ფერმერებზე ამ ეტაპზე არ ჩავთვლიდი მიზანშეწონილად, რამეთუ, პირველი: ასოცირებას
ხელი მოეწერება მხოლოდ ივნისში და მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვეში დაიწყება პროცედურულად ამ ხელშეკრულების ამოქმედება, სანამ სრულიად რატიფიკაცია მოხდება, ამ ხელშეკრულების 70 % ამოქმედდება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი შევა ძალაში. პირველი, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, ეს არის პროცესი, პროცესი რეფორმირებისა, რომელიც მყისიერად არავითარ ასეთ ფასების გაზრდასთან დაკავშირებით ნეგატიურ გავლენას, ფერმერების ასეთ მყისიერ დაზიანებას და მათი საქმიანობის შეზღუდვას არ გამოიწვევს.
რადიო თავისუფლება: ქალბატონო თამარ, რატომ არ ვთქვათ უბრალოდ, როგორც ამას ევროკავშირი ამბობს და ამბობს გულწრფელად. ევროკავშირის სივრცე არ არის მეწველი ძროხა. მავანი ფერმერი თავის პროდუქტს, რომელიც არ იქნება სტანდარტის შესაბამისი, ვერ გაიტანს. რატომ არ შეგვიძლია ვუთხრათ ეს ქართველ ფერმერებს, რომლებიც შეიძლება წუნდებულ და პესტიციდიან პროდუქტზე მუშაობენ და ჰგონიათ, რომ კარგ პროდუქციაზე მუშაობდნენ? უბრალოდ, ვუთხრათ ეს!
თამარ ბერუჩაშვილი: კი, ეს ძალიან ბუნებრივია. ის ფერმერი, რომელიც საკვები უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, არათუ ევროკავშირის ბაზარზე ვერ გაიტანს თავის პროდუქციას, არამედ შიდა ბაზარზეც ვერ გაყიდის. არ არის საჭირო, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ნეგატიურ კონტექსტში შემოვიტანოთ ევროკავშირის საკითხები.
რით ემუქრება ევროპული არჩევანი საქართველოს ეკლესიას?
რადიო თავისუფლება: ქალბატონო თამარ, რაც თქვენ ახსენეთ ნეგატივი, მინდა გავუმეორო რადიომსმენელს, რომ ლაპარაკია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე, რომელშიც რამდენიმე მცდარი ინფორმაციაა უარყოფილი. მაგალითად, ერთ-ერთ მითად დასახელებულია ის, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს“. თქვენ ეს არ გსმენიათ?
თამარ ბერუჩაშვილი: მსმენია და თვითონ ეს მითების ფორმატიც, სხვათა შორის, ძალიან ეფექტიანად მუშაობდა სხვა ქვეყნებშიც და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის დარგში ბატონი შტეფან ფიულე თბილისში ვიზიტის დროს სწორედ ძალიან კარგად საუბრობდა ამ თემაზე.
რადიო თავისუფლება: საქართველოს პატრიარქსაც შეხვდა...
თამარ ბერუჩაშვილი: მან სპეციალური შეხვედრა მიუძღვნა ამ თემას, ჟურნალისტებთან ისაუბრა მითების თაობაზე და მკაფიოდ დაასახელა ის არგუმენტები, რამაც გააქარწყლა ბევრი მითი, იმედი მაქვს. თუმცა ეს არის პროცესი, რომელიც რეგულარულად, ძალიან აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებაში. საქართველოს მთავრობამ რამდენიმე თვის წინ მიიღო სპეციალური საკომუნიკაციო სტრატეგია და ამ საკომუნიკაციო სტრატეგიის ამოცანაც გახლავთ, რომ მთავრობამ ძალიან ბევრი ისაუბროს იმ თემებზე, რაც ეხება სქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - გამოიწვოს რაღაც დებატები, გააქარწყლოს მითები, გახსნას დისკუსიები... შესაბამისად, ეს არის ის ამოცანა, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტულია ევროკავშირის დღის წესრიგის ფარგლებში.
რადიო თავისუფლება: ერთი ამბავი გავიგე, ქალბატონო თამარ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის სახით, რომ შესაძლებელია საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ჩავიდეს და სიტყვით გამოვიდეს ევროპარლამენტის წინაშე.
თამარ ბერუჩაშვილი: კარგი ამბავი გაგიგიათ, ბატონო კობა. ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე. ძალიან მადლიერი ვართ პირადად პატრიარქის და საპატრიარქოსი. იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც 25 მაისის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა დაიწყებს მუშაობას, ჩვენ შევძლებთ ამ ვიზიტის ორგანიზებას.
რადიო თავისუფლება: მე ვიცი, რომ თქვენ საგარეო საკითხებზე მუშაობთ და, შესაძლოა, ეს მთლად არ იყოს თქვენი თემა, მაგრამ მაინც გკითხავთ და აი, რატომ: თქვენ ყოფილ ხელისუფლებაშიც მუშაობდით - ევროპასთან ურთიერთობის კუთხით სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყავით, ახალ ხელისუფლებაშიც ხართ. და აი, მინდა გკითხოთ: როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მტკიცედ უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რუსი ოლიგარქის ფულით მოსულს უწოდებენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე ლამის რომის პაპზე უფრო კათოლიკეები არიან, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მითებს არ იწვევს? ეს არ ქმნის ეჭვს, რომ რომელიღაც ამათ შორის არ არის პროევროპული? რომელი უფრო პროევროპულია - სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლება თუ დღევანდელი ხელისუფლება?
თამარ ბერუჩაშვილი: იცით რა, სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან მაღალი ტონალობის ევროპული რიტორიკა... ამ ყველაფრის უკან ბევრი სირთულე იდგა. .. მე ამ პროცესების მონაწილე ვარ. და ნამდვილად არ მინდა, რომ ეს ჩვენმა მოსახლეობამ დაინახოს ისე, არ ვუსურვებდი ამას ჩვენს ქვეყანას, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მოახდინოს საქართველოს ევროპული არჩევანის მონოპოლიზაცია. რასაკვირველია, ვერბალური ომი არჩევნების წინ და იარლიყების მიწებება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ერთია ცხადი, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სერიოზული კონკრეტული ნაბიჯები, რამაც ჩვენ მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, რომ ჩვენ მოლაპარაკებები დავასრულეთ. ბევრი თემა, რომელიც რთულად მიდიოდა, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, დროულად დასრულდა და ჩვენ უკვე ფინიშზე ვართ მისული, რაც, მე დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. მაგრამ წინ არის ძალიან დიდი სამუშაო. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ეს არის რაღაცის დასასრული. ეს არის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რომელსაც ჰქვია ქართული სახელმწიფოს ევროპეიზაცია.
რადიო თავისუფლება: მე ნამდვილად არ მინდა ჩვენს რადიომსნელებს დარჩეთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ნეგატივზე ვლაპარაკობთ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების კუთხით. მაგრამ მაინც შეგეკითხებით: უახლოეს ორ თვეში, ვიდრე საქართველო ემზადება ამ ფუძემდებლურ დოკუმენტებზე ხელმოსაწერად, - ევროკავშირთან დაახლოების ეს პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო დოკუმენტები მაქვს მხედველობაში, - რაიმე რისკი ელოდება საქართველოს წინ? უსაფრთხოების, შიდა არასტაბილურობის რაიმე გაუთვალისწინებელი რისკი?
თამარ ბერუჩაშვილი: საქართველო ძალიან რთულ პოლიტიკურ გარემოში ცხოვრობს იმ თვალსაზრისით, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, მცოცავი ოკუპაციაც გრძელდება... რუსეთმა, პრაქტიკულად, უკრაინის კრიზისითა და ყირიმის ოკუპაციით თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს ხელს არ შეგვიშლის. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ასეთმა წრეგადასულმა მოქმედებებმა დასავლეთის კონსოლიდაცია მოახდინა და გარკვეული თამაშის წესების ცვლილებასთან დაკავშირებით ბევრი რამე გადაიხედა. ის, რაც წარმოსადგენადაც რთული იყო რამდენიმე წლის წინ და თვეების წინათაც კი, დღეს უფრო სწრაფად ხერხდება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ. უფრო მეტიც, დავიწყებთ მის წარმატებით განხორციელებას, რაც თავისთავად არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.