15 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ აბაზაძე, რომელმაც ორგანიზაციის მიერ სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარგზავნილ სარჩელზე ისაუბრა. საია სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ სოფელ დვანში მავთულხლართების გავლების გამო დაზარალებული 19 მოქალაქის სახელით ჩივის.