კეტრინ ეშტონმა უკრაინას მოუწოდა, ყველა ზომას მიმართოს უთანხმოების დასძლევად

უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში შექმნილი ვითარების გამო უკიდურესი შეშფოთება გამოხატა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა. მან ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეშტონმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, ყველა ზომას მიმართოს უთანხმოების დასძლევად და 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად. კეტრინ ეშტონმა იმედი გამოთქვა, რომ 17 აპრილს, ჟენევაში დაგგემილი შეხვედრა უკრაინის, ევროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით, კონსტრუქციული იქნება და ხელს შეუწყობს კრიზისის მოგვარებას.