ოკუპირებული აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს საზღვართან მოქალაქეთა დაკავების ფაქტები გახშირდა. ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული პირები გალის რაიონში გადაჰყავთ და მათგან ჯარიმის გადახდას მოითხოვენ. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულთა ოჯახები თანხის გადახდას ვერ ახერხებენ, რის გამოც გალის იზოლატორში მყოფთ პატიმრობა ემუქრება.