„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ციკლს უცხოეთში საქართველოდან სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ. დღეს ჩვენი სტუმარია ჰამბურგის უნივერსიტეტის და მაქს პლანკის საერთაშორისო სამეცნიერო სკოლის დოქტორანტი, მიხეილ თითბერიძე. ის მეუღლესა და ხუთი წლის ვაჟთან ერთად წელიწად-ნახევარია ცხოვრობს ჰამბურგში, სადაც მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც წრფივი ამაჩქარებლების ფიზიკას შეისწავლის; ამასთან მიხეილ თითბერიძის კვლევის საგანია წრფივი ამაჩქარებლების და ფემტო ლაზერების მიერ წარმოქმნილი ნაკადების სინქრონიზაცია. ფიზიკის დანიშნულება საერთოდ და საქართველოში ამ დარგის პოპულარიზების საჭიროებაა საუბრის პირველი თემა.
Your browser doesn’t support HTML5