„ვის სწირავს ქართული ბიზნესი“- გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ პარტიულ ყულაბაში მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 მილიონამდე ლარი შემოწირულობა შევიდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მაისის პირველ რიცხვებში 5 ათასი ლარი აქვს. თუმცა ეს პირველი შემოწირულობა სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა და ოფიციალურად აუდიტის სამსახურს ჯერ არ აღურიცხავს. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბიზნესი ფსონს მუდმივად ხელისუფლებაზე დებს და, ამდენად, ის, რომ დღეს მმართველ ძალას მეტი შემომწირველი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“, სწორედ ამის მაგალითია. „ ეს კარგია თუ ცუდი, ასეა დამკვიდრებული. ისინი თვლიან, რომ ამით საკუთარ დაცულობას უზრუნველყოფენ. ხშირ შემთხვევაში ამას საფუძველი არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ასეთია და ეს ტრადიცია უნდა შეიცვალოს“, - უთხრა გია ხუხაშვილმა გაზეთ „რეზონანსს“.
„’ნაციონალურ მოძრაობაში’ პიარის დიდოსტატები არიან, ანუ რომელ მუნიციპალიტეტში არ გამორიცხავს ზაქარია ქუცნაშვილი მეორე ტურს“-ინტერვიუს დეპუტატთან გაზეთ „ვერსიაში“ წაიკითხავთ. ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ „გარკვეულ შედეგებს მიაღწევს“. „არც სხვა ოპოზიციური ძალების წარმატებას გამოვრიცხავ. ზოგადად, ადგილობრივი არჩევნები სხვა სპეციფიკაა, სადაც ამომრჩეველთა ხმები ერთი ყულაბის პრინციპით არ ითვლება. ზუგდიდში საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას ველი და არც მეორე ტურის დანიშვნას გამოვრიცხავ. ხოლო მეორე ტურში გამარჯვება თავად ოპოზიციურ ძალაზე იქნება დამოკიდებული. თუ შეცდომებს დავუშვებთ, სხვები გაიმარჯვებენ“, - ამბობს გაზეთ „ვერსიასთან “ საუბარში ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც, მეორე მხრივ, დარწმუნებულია, რომ თბილისის მერის გამოსავლენად არჩევნებზე მეორე ტური არ გახდება საჭირო.
„ევროპულ არჩევანს კონკურენტი არ გააჩნია“ - ამ მოსაზრებას კი გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გამოთქვამს. რას უნდა ელოდეს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ? - ამ კითხვაზე სოსო ცისკარიშვილი პასუხობს: „პირველი რეაგირება ყოველთვის არის ნეგატიური, იმიტომ რომ სიკეთეს თავისი ჩამოყალიბებითა და გამოვლინებებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ნებისმიერ იმედგაცრუებას. რასაკვირველია, პირველი წელი ამ ხელშეკრულების ხელმოწერისა იქნება თვალსაჩინოდ სასიკეთო მხოლოდ გარკვეული დარგების ხელმძღვანელებისათვის, მათი სპეციალისტებისთვის. ახლა ჩვენს სირთულეს ვერ გადაწყვეტს დამატებით 100 ან 200 სამუშაო ადგილი. ეს უნდა გამომდინარეობდეს თითოეული დარგის მიმართ განსაზღვრული ორიენტირების დროულად და ხარისხიანად განხორციელების პირობებში“. სოსო ცისკარიშვილის აზრით, პირველი ეტაპის იმედგაცრუების ფონზეც კი არ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ რუსული ჩექმა და ევროპა და ჩვენი ევროპული არჩევანი.
„ძალიანაც კარგი, თუ ხელისუფლებაში დაპირისპირებაა“, - ამბობს გაზეთ „ალიაში“ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. მისი შეფასებით, როდესაც ქვეყანაში არ არის ძლიერი ოპოზიცია და კარგად ორგანიზებული საპროტესტო განწყობა, რათა ხელისუფლება შეცდომებისგან დაზღვეული იყოს, ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა და წინააღმდეგობები მისაღებიც კია.