უკრაინა და ევროკავშირი მსჯელობენ გაზით მომარაგების კრიზისზე

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იური პროდანი და ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელში აწარმოებენ მოლაპარაკებას, რათა მოძებნონ გზები უკრაინის ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად და, ამავე დროს, რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. უკრაინელი მინისტრი შეხვდა ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერს მას შემდეგ, რაც რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ უკრაინას არ გადაუხდია გაზის საფასური 2,2 მილიარდი დოლარის ოდენობით, რის გამოც „გაზპრომი“ მომარაგების შეწყვეტით იმუქრება. ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტის დაახლოებით 40% ხდება უკრაინის გავლით. შესაბამისად, თუ უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყდება, ეს შესაძლოა ნიშნავდეს ევროკავშირისათვის უკრაინაზე გამავალი იმპორტის შეწყვეტასაც.