უსუფაშვილი: ნატოს დაცვის გარეშე საქართველო შესაძლოა, ისევ გაქრეს მსოფლიოს რუკიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შიშობს, რომ ნატოს დაცვის გარეშე საქართველო შესაძლოა, ისევ გაქრეს მსოფლიოს რუკიდან. ეს ვარაუდი უსუფაშვილმა გამოთქვა ვილნიუსში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე. „ნატოს დაცვის გარეშე საქართველოს შესაძლოა, ისევ გაქრეს მსოფლიო რუკიდან და ეს შესაძლოა, ძალიან მალე მოხდეს. შესაბამისად, ეს ყოფნა-არ ყოფნის საკითხია და არ არის არჩევნის საკითხი. ამიტომაც მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ წარმოადგინოთ შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ნატოს სამიტზე სექტემბერში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ვილნიუსში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომელზეც განიხილებოდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ვითარება უკრაინაში.