53-ე სკოლაში დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის 53-ე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი გათავისუფლებული დირექტორის, მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. დირექტორის გათავისუფლების მიზეზი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის შემოწმება იყო, რომლის საფუძველზეც, სკოლაში ფინანსური დარღვევები გამოიკვეთა. მოგვიანებით მასწავლებლები შეხვდნენ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს. თუმცა შეხვედრის შედეგად არაფერი შეცვლილა, სამინისტრო რამინიშვილის აღდგენის წინააღმდეგია.