რუანდაში აღნიშნავენ გენოციდის მე-20 წლისთავს

რუანდაში დაიწყო ერთკვირიანი ოფიციალური გლოვა გენოციდის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა პოლ კაგამემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა დაანთეს ჩირაღდანი, რომელიც 100 დღე დარჩება აალებული - იმდენი ხანი, რამდენიც გენოციდმა გასტანა. 800 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესწილად ეთნიკური ტუტსი იქნა მოკლული ეთნიკური ჰუტუ ექსტრემისტების მიერ. ხოცვა-ჟლეტა დაიწყო 1994 წლის 6 აპრილს - ეთნიკურად ჰუტუ პრეზიდენტის, ჟუვენალ აბიარიმანას მკვლელობიდან ცოტა ხანში.