2014 წლის მარტი
Your browser doesn’t support HTML5
2014 წლის მარტი საქართველოში ისე დასრულდა, როგორც მარტს ეკადრება - ამინდის მკვეთრი გაუარესებით, ტემპერატურის მკვეთრი დაცემით, ძლიერი ქარით. მაგრამ მოულოდნელობა და მკვეთრი მოძრაობები მხოლოდ ამინდში არ გამოიხატა. 2014 წლის მარტი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - და არა მარტო საქართველოსი - განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, მრავალფეროვნებით და მოულოდნელი სახეებით. ამ სახეებს გავიხსენებთ “წითელ ზონაში” იურისტ ბაია პატარაიასთან ერთად.