ლავროვმა უარყო უკრაინის გამოძიების მტკიცება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „მტკიცებულებათა დიდი რაოდენობა“ ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფალთა განცხადებებს, რომ გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე სნაიპერები ესროდნენ ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს თებერვალში.