ზუგდიდში მიკროავტობუსისა და ავტობუსის მგზავრები ქალაქსა თუ მის გარეთ გადაადგილებისას სხვადასხვა სახის პრობლემებს აწყდებიან. ე.წ. გაჩერებებზე არ არსებობს მოსაცდელები, სადაც ისინი სასურველ ტრანსპორტს დაელოდებოდნენ ან თავიანთი მარშრუტის შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ. მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს აგრეთვე ის, რომ მოუწესრიგებელი სატრანსპორტო მოძრაობის გამო ვერ არკვევენ მუნიციპალური ავტობუსების ზუსტ განრიგს. მაგალითად, ზუგდიდში მცხოვრები ზოია მიქელაძე თვლის, რომ ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი მთლიანად გადასახედია. ამასთან, ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდა:
„მგზავრობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ჯარიმები დაწესდა ფეხზე მდგომი მგზავრებისთვის. არ არის საკმარისი ტრანსპორტი, არ არის საკმარისი სავარძლები მგზავრებისთვის. უნდა გაიზარდოს „მარშრუტკების“ რაოდენობა, თუ უნდათ, რომ იყოს მეტი კომფორტი“.
ახალგაზრდა მგზავრები დამატებით კიდევ ერთ პრობლემას ასახელებენ - საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას 18:00-19:00 საათზე ასრულებს, ამიტომ, მიუხედავად ქალაქში დარჩენის სურვილისა, იძულებულნი არიან განრიგს დაემორჩილონ. 19 წლის ანა გუგუჩია ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდის ბაზრის განრიგის მიხედვით არის შედგენილი - ბაზარში მუშაობა სრულდება და მოძრაობას წყვეტს ტრანსპორტიც. სტუდენტი, მომსახურების მაღალი ფასის გამო, ტაქსით ვერ სარგებლობს:
„ხშირად ყოფილა შემთხვევა, სადღაც წასასვლელი მქონდა და არ წავედი, რადგან ტრანსპორტს ვეღარ მივუსწრებდი. სამწუხაროდ, ბევრჯერ გადამიდია საქმე ტრანსპორტის მიზეზით“.
სტუდენტის პასუხად, შპს ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორი ბადრი ნემსაძე აცხადებს, რომ ტრანსპორტის განრიგი დგინდება მგზავრების საჭიროებებისა და ოდენობის მიხედვით:
„თუ ერთი და ორი ან ხუთი მგზავრის მეტი არ არის, მე „მარშრუტკის“ დაშვება არ მიღირს“.
სატრანსპორტო საკითხების დარეგულირების მიზნით, ზუგდიდის გამგეობამ შპს-ს მიმდინარე წელს 100 ათასი ლარი ჩაურიცხა, რაც, სამსახურის დირექტორის თქმით, ძალიან მცირეა 22 ავტობუსის მოვლა-პატრონობისა და ქალაქში მოძრაობის დარეგულირებისთვის.
ბადრი ნემსაძე ამბობს, რომ, მიუხედავად ამისა, ქალაქში მოძრავი ყველა ავტობუსი სრულიად გამართულია და ზუსტად დადგენილი დროით გადის თავის მარშრუტს.
სამსახურის უფროსი ეთანხმება იმ გზავრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალაქში, უმთავრესად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებია მოსაწყობი. ბადრი ნემსაძე რადიო თავისუფლებასთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც მას ხელს უშლის დაკისრებული მოვალეობა ზედმიწევნით შეასრულოს:
„ავტობუსის გაჩერებაზე არ უნდა იდგეს ტაქსი. ამის გამო ჩვენ იძულებული ვართ მანქანა მესამე რიგში გავაჩეროთ. არის შემთხვევები, პატრული აჯარიმებს ასეთ დროს ტაქსებს, მაგრამ ისინი მაინც იგივეს იმეორებენ. ეს საკითხი რამდენჯერმე დავაყენე საკრებულოსა და გამგეობაში, მაგრამ არაფერი. რეაგირება ვერ იქნება, რადგან არ არის სამუშაო ადგილები. ასევე მოსაწყობია მოსაცდელებიც“.
ბადრი ნემსაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი განსახილველად არაერთხელ წარუდგინა საკრებულოს, შეუსრულებელი რჩება დაპირება სტუდენტებისთვის ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების დაწესების შესახებაც:
„მითხრეს, რომ თანხა ჩასმულია, მაგრამ ვერ მოიხმარეს, ვერ გააკეთეს“.
მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორის პასუხად, ზუგდიდის საკრებულოში აცხადებენ, რომ ჩამოთვლილი პრობლემები განხილვის პროცესშია:
„მანამდე ქუჩები არ იყო მუნიციპალურ საკუთრებაში, ახლა გადმოგვეცა. მოხდება ტენდერის გამოცხადება... შემუშავებულია გეგმა მოსაცდელებზეც და პარკირებაზეც“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას საკრებულოში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით სხულუხიამ.
მისივე განმარტებით, ასევე განხილვის პროცესშია სტუდენტებისთვის მგზავრობაზე ფასდაკლების დაწესების საკითხი.

ხშირად ყოფილა შემთხვევა, სადღაც წასასვლელი მქონდა და არ წავედი, რადგან ტრანსპორტს ვეღარ მივუსწრებდი. სამწუხაროდ, ბევრჯერ გადამიდია საქმე ტრანსპორტის მიზეზით...ანა გუგუჩია

მანამდე ქუჩები არ იყო მუნიციპალურ საკუთრებაში, ახლა გადმოგვეცა. მოხდება ტენდერის გამოცხადება... შემუშავებულია გეგმა მოსაცდელებზეც და პარკირებაზეც...დავით სხულუხია