რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ, გაზპრომმა განაცხადა, რომ გაზარდა უკრაინისთვის გაზის მიწოდების ფასი. კომპანიის ინფორმაციით, ათას კუბურ მეტრ გაზზე მომავალში უკრაინა გადაიხდის 385,5 დოლარს. დღემდე რუსეთიდან იმპორტირებული გაზისთვის უკრაინა იხდიდა 268,5 დოლარს.