ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ გაეროში თეირანის ახალ ელჩად დანიშნა პირი, რომელიც წევრი იყო შეიარაღებული რაზმისა, რომელსაც აშშ-ის საელჩოს 52 თანამშრომელი ჰყავდა მძევლად აყვანილი 1979 წელს, 444 დღის განმავლობაში. როიტერსი, ასევე ბიზნეს უიკი იტყობინებიან გაეროს ინკოგნიტო ირანულ წყაროზე დაყრდნობით, რომ მოჰამად ხაზაის, დღემდე ელჩს, შეცვლის ჰამიდ აბუთალები. გაეროში ირანის წარმომადგენლობამ კომენტარი არ გააკეთა. არც თეირანს დაუდასტურებია ცნობა. აბუთალები ისლამური რესპუბლიკის ელჩი იყო იტალიაში, ბელგიაში, ავსტრალიაში. თვითონ დიპლომატი აცხადებს, რომ მძევლების აყვანაში არ მონაწილეობდა, ის მოგვიანებით იყო ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც თარჯიმანი და შუამავალი კრიზისს მოსაგვარებლად.