გივი თარგამაძემ „ფარცხალაძის სტილი“ უწოდა ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას

პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძემ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას უწოდა ყოფილი მთავარი პროკურორის „ფარცხალაძის სტილი.“ თარგამაძე დარწმუნებულია, რომ თავდასხმა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოუძიებელ საქმეებს შეუერთდება. „მიუხედავად ამისა, პირობას ვაძლევთ, რომ დაისჯება ყველა, ვინც ეს ჩაიდინა“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.
ნაციონალური მოძრაობის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მსგავსი საქმეები გამოუძიებელი რჩებოდა ხელისუფლებაში სწორედ ამ პარტიის ყოფნის დროს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასკვნების წინასწარ გამოტანა არასწორია. პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას აღმაშფოთებელი უწოდა და შესაბამის სამსახურებს მიმართა, საქმე დროულად გამოიძიონ.