საქართველოში ჯერჯერობით არავის დაუთვლია სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანების რიცხვი. არც იმის ზუსტი სტატისტიკა არსებობს, რამდენია ისეთი, ვისაც მოსასმენი აპარატის გამოყენებისა და ურთულესი ოპერაციების ჩატარების შედეგადაც საერთოდ არაფერი ესმის. როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორ იღებენ განათლებას ან შოულობენ სამსახურს? სად ისმის მათი ხმა? სურათი არც ისე დამაიმედებელია. სმენის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებებს საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები იცავენ. ყველა თანხმდება აზრზე, რომ ეს ხალხი, სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მსგავსად, დღემდე რჩება დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებულ ჯგუფად.
თათია, რომელიც ფოტოგრაფობაზე ოცნებობს
თათია დათაშვილი ვალდორფის თავისუფალი სკოლის მეთერთმეტეკლასელია. ის 18 წლისაა და ძალიან უყვარს ფოტოგრაფია და კულინარია. მოგზაურობაზეც ოცნებობს. თათია სასმენი აპარატებით სარგებლობს. მას ჩვენი ესმის, თუმცა მასთან საუბარში მისი დედა, ვალდორფის სკოლის პედაგოგი ეკა თორთლაძეც გვეხმარება.
“ყველაფრის გადაღება მიყვარს, მაგრამ პატარა ფოტოაპარატი მაქვს და დიდ, „ნიკონის“ აპარატზე ვოცნებობ. მოგზაურობაც მინდა, პარიზში რომ წავიდე, ამერიკაშიც...“
თათიამ ბოლო დროს თავისი მეგობრებისგან ჟესტების ენაც ისწავლა. გვაჩვენებს კიდეც როგორ არის ამ ენაზე გაზაფხული, მეგობრობა, სამშობლო...თათიას არ უჭირს საზოგადოების სმენიან ნაწილთან ურთიერთობა და მეგობრობა. მისი დედა, ეკა თორთლაძე იხსენებს, რომ თათია 13 წლისა იყო, როდესაც პირველად თქვა, რომ არ ესმოდა. უფრო ადრე კი, 18 წლის წინ, როცა მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შვილს არ ესმოდა, თათიას პრობლემის გადასაჭრელად რა გზა არ სცადეს. არც ერთი გზა არ იყო ადვილი. და, რაც მთავარია, არსად იყო სახელმწიფო:
„შენ, როგორც მშობელი, მარტო ხარ და შენ თვითონ იწყებ ძიებას, ახლა რა უნდა გავაკეთო, ახლა რა გზას დავადგე. ამიტომ მგონია, რომ უნდა არსებობდეს ისეთი სამსახური, რომელიც ასეთ მშობლებთან თავად მივა და აუხსნის როგორ მოიქცეს. მის ტრავმასაც გაითვალისწინებს, რადგან ეს ტკივილი არასდროს არ მთავრდება. მშობელი კი რაღაც სასწაულის მოლოდინში დროს კარგავს. ტოტალური სიყრუეც რომ ჰქონდეს, ბავშვთან აუცილებლად მეტყველებით უნდა დაიწყო, მშობელს სულ უნდა ჰქონდეს ეს კომუნიკაცია, რაც ბევრმა არც იცის“.
ეკა თორთლაძე გვეუბნება, რომ 18 წლის მერეც, ბევრი არაფერია შეცვლილი. სისტემა ჯერ კიდევ არ არის გამართული. რეფორმების შედეგად, სპეციალური სკოლა საჯარო სკოლად გადაკეთდა, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმით ასწავლიან ბავშვებს, თუმცა, მისივე სიტყვებით, წარმოუდგენელია სმენის შეზღუდვის მქონე ან, მისი სიტყვებით, აბსოლუტურად ყრუ ადამიანს იგივე შედეგი მოსთხოვო განათლებაში, როგორც მათ, ვისაც ეს შეზღუდვა არა აქვს:
„ეს სტერეოტიპი არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში, რომ ყრუ ან მეტყველებას ისწავლის, ან აზროვნებას - ესეც მომისმენია. ესენი მოაზროვნე ადამიანები არიან. უბრალოდ, დროულად ჩვენი დახმარება სჭირდებათ და არა ვინმეს შეცოდება. 18 წლის შემდეგ მე ისევ აღმოვაჩინე, რომ ეს ბავშვები, ფაქტობრივად, არ ოცნებობენ თავიანთ მომავალზე. უმრავლესობა ქუჩაში რომ გაუშვა, მაღაზიაში ვერ შევა და ვერ იტყვის, ორი პური მომეცითო. ვერ იტყვის ამას“.
პირველი, რასაც ეკა თორთლაძე სახელმწიფოსგან მოითხოვს, პროცესში თავად მშობლების ჩართულობაა, რომ მათ თავად იგრძნონ საკუთარი როლი. ეს როლი და მათი მონაწილეობა გამორიცხავს პანსიონების არსებობას ქვეყანაში. მეორე და მთავარი უკვე სამედიცინო კომპონენტია: ყველა სამშობიაროში უნდა ტარდებოდეს დროული სკრინინგი და ეს უნდა იყოს სავალდებულო.
შემდეგ მოდის განათლება. ეკა თორთლაძე ამბობს, რომ ცუდია, როცა ქვეყანა პრობლემის გადაჭრას ბოლოდან იწყებს. მისასალმებელია, როცა სახელმწიფო სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის სპეციალურ სახელმძღვანელოს ამზადებს, მაგრამ როცა არ არსებობს კონცეფცია, თუ რა სჭირდებათ მათ, როგორი უნდა იყოს მათ მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა, მხოლოდ სახელმძღვანელო ვერ იქნება გამოსავალი. დღეს, როცა უკვე თათია 18 წლისაა და სკოლას ამთავრებს, მის დედას სურს, რომ მან, როგორც ადამიანმა, თავისუფლად, დამოუკიდებლად იცხოვროს, ეს კი სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანთა უმრავლესობისათვის ხშირად გადაუჭრელი პრობლემაა:
„მინდა, რომ ის აკეთოს, რაც უნდა. მინდა, რომ ოცნების უფლება ჰქონდეს და არ იყოს ჩაკეტილი, არ ჰქონდეს განსაზღვრული, რომ, მაგალითად, მხოლოდ დამლაგებელი შეიძლება იყოს მისი პროფესია... არ იფიქროთ, რომ ამ ან სხვა პროფესიას შეურაცხყოფას ვაყენებ. უბრალოდ, თუკი მას სურს გამოვიდეს დიზაინერი ან მათემატიკოსი, მას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა თავის ქვეყანაში. შეუძლიათ, ამაშია საქმე“.
გია ჯვარშეიშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ვიმეგობროთ“, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ იშვიათი გამონაკლისისა და რამდენიმე წარმატებული ისტორიის გარდა, როგორც სმენის პრობლემების მქონე, ისე სხვა შშმ პირებისათვის დამოუკიდებელი ცხოვრება საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია. პრობლემათა ჯაჭვი, რომელიც ჯერ კიდევ სკოლამდელი აღზრდიდან იწყება, მათ სრულწლოვანებამდე გრძელდება:
„შშმ პირების უმრავლესობა, ძალიან დიდი პროცენტი, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ისინი დამოკიდებულები არიან ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. წარმოგიდგენიათ 22 წლის გოგო, რომელიც დედის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს? ან ბებია, რომელიც შვილიშვილზე ამბობს, რომ რად უნდა მას ცოლი, როცა ის სულ მასთან ერთად იქნება“...
მართალია, საქართველომ ცოტა ხნის წინ მოახდინა შშმ პირების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ რატომღაც საქართველომ თავი შეიკავა ამ კონვენციის თანმხლები ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირებისგან, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ცალკეულ შშმ პირს, დამოუკიდებლად მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის.
საქართველოს ყრუთა კავშირი - ჟესტების ენაზე
მაია მეტონიძე საქართველოს ყრუთა კავშირს ხელმძღვანელობს. ეს სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანთა საჭიროებებზე მომუშავე ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საქართველოში. მაია გვეუბნება, რომ არათუ საქართველოში, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც ბევრად დიდი შესაძლებლობები არსებობს, ამ ადამიანების ინტეგრაცია დანარჩენ საზოგადოებასთან ძალიან რთულია და ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ხალხი თავს ლინგვისტურ უმცირესობად მიიჩნევს, სხვა ენით მოსაუბრედ. ჟესტური ენით ერთმანეთთან და დანარჩენ საზოგადოებასთანაც საუბრის გზა, - გვეუბნება მაია, - ამ ადამიანების არჩევანი და ყველაზე სუფთა გზაა. ამ აზრს საქართველოში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. მაიას ვეკითხებით, საკუთარი ენის არსებობა ხომ არ უწყობს ხელს ამ ადამიანების კიდევ უფრო მეტად იზოლაციას საზოგადოებისგან და არა პირიქით?
„თუკი ეს ენა გვექნება და, სხვა ქვეყნების მსგავსად, ეს ენა იქნება განვითარებული, პრობლემა გადაიჭრება. ამ ადამიანებს ეს გადაულახავი შეზღუდვა მოეხსნებათ. სწორედ აქ ვაწყდებით საზოგადოებისგან სტიგმას - ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას, გვინდა, რომ ისინი მოგვერგონ ჩვენ და არა პირიქით, ჩვენ - მათ. ამ ჯგუფში, სხვათა შორის, შედიან მშობლებიც, რომელთა უმრავლესობამაც არ იცის ჟესტების ენა და როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, ბოლოს დასახმარებლად ისევ ჩვენთან მოდიან, რომ თარჯიმნის მეშვეობით დაელაპარაკონ საკუთარ შვილებს“.
ენის უცოდინრობა კი ძალიან ხშირად არის მათთვის ხელის შემშლელი პირობა - მიიღონ განათლება და დასაქმდნენ. არის რამდენიმე მაგალითი, როდესაც პროფესიულ სასწავლებლებში სმენის შეზღუდვის მქონე რამდენიმე ბავშვი თარჯიმნის დახმარებით სწავლობს, მაგრამ ასეთი მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევაა. მაია მეტონიძე იხსენებს დასაქმების რამდენიმე წარმატებულ შემთხვევასაც: ზოგი კარ-ფანჯრის დამამზადებელ საამქროში დასაქმდა, ზოგი - მესაფლავედ, ზოგი - მკერავად. მოლაპარაკებები მიდის სახელმწიფო დაწესებულებებში ამ ადამიანების დასაქმების კუთხითაც, თუმცა დასაქმების შეთხვევაში მათ ის ასლარიანი სოციალური დახმარება უუქმდებათ. ამიტომ კანონში ამ ცვლილების შეტანის საჭიროებაც არსებობს. ჯერჯერობით არც ეს პრობლემაა გადაწყვეტილი.
„ჩვენ არ გვჭირდება სიბრალული“
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მაია ასაკაშვილის სახლში, ახლა დიდი ხმაურია. საგანგებოდ სმენისა და მეტყველების, ასევე ინტელექტუალური პრობლემების მქონე ბენეფიციარებისათვის ერთ-ერთ ოთახში სახელოსნო გაუმართავთ. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დღის ცენტრში ამჯერად ისინი თექისგან სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ.
ეს საქმიანობა მათ ძალიან ახალისებთ. დროებით ფართის უქონლობის გამო, მაიამ, რომელმაც ჯერ კიდევ 1997 წელს სხვა მშობლებთან ერთად ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია” დააარსა, ამ ბავშვებს საკუთარი სახლი დაუთმო. მაია ასაკაშვილი იხსენებს, რომ 26 წლის წინ, როდესაც მისი ვაჟი ანალოგიური პრობლემებით დაიბადა, კანონი მშობელს არ იცავდა - ბავშვი განათლების მისაღებად აუცილებლად ჩაკეტილ ინსტიტუციაში, ინტერნატში უნდა მიეყვანათ. ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულად იზრდებოდნენ. საზოგადოების მიდგომაც ანალოგიური იყო. დღეს ეს დამოკიდებულება ძნელად, მაგრამ ნელ-ნელა იცვლება. მაია ამბობს, რომ მათ მეტი დახმარება და ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიბრალული და ყველა მშობელს მოუწოდებს, გამოიყვანონ თავიანთი შვილები გარეთ და აჩვენონ ისინი დანარჩენ საზოგადოებას.
მაია ასაკაშვილი გულისტკივილით შენიშნავს, რომ ყოველთვის, როცა შშმ პირების პრობლემებზე ლაპარაკს იწყებენ, პირველი, რასაც ახსენებენ, ადაპტირებული გარემოა. მხოლოდ პანდუსი არ არის ინტეგრაცია, ამბობს მაია. მისმა ორგანიზაციამ ჯანდაცვის სამინისტროს დღის ცენტრის პარალელურად სახელობო გადამზადების მრავალპროფილიანი ცენტრის შექმნაც შესთავაზა, სადაც შშმ პირებს, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვადასხვა სახელოსნოს საქმიანობაში ჩართავენ და შემდეგ დახურულ სოციალურ საწარმოებში დაასაქმებენ - რაც მთავარია, ისინი შექმნიან პროდუქციას ბაზრისთვის. პროექტი ამ ეტაპზე მხარდაჭერილია და, წესით, მალე მისი განხორციელებაც უნდა დაიწყოს.
თათია, რომელიც ფოტოგრაფობაზე ოცნებობს
თათია დათაშვილი ვალდორფის თავისუფალი სკოლის მეთერთმეტეკლასელია. ის 18 წლისაა და ძალიან უყვარს ფოტოგრაფია და კულინარია. მოგზაურობაზეც ოცნებობს. თათია სასმენი აპარატებით სარგებლობს. მას ჩვენი ესმის, თუმცა მასთან საუბარში მისი დედა, ვალდორფის სკოლის პედაგოგი ეკა თორთლაძეც გვეხმარება.
“ყველაფრის გადაღება მიყვარს, მაგრამ პატარა ფოტოაპარატი მაქვს და დიდ, „ნიკონის“ აპარატზე ვოცნებობ. მოგზაურობაც მინდა, პარიზში რომ წავიდე, ამერიკაშიც...“
თათიამ ბოლო დროს თავისი მეგობრებისგან ჟესტების ენაც ისწავლა. გვაჩვენებს კიდეც როგორ არის ამ ენაზე გაზაფხული, მეგობრობა, სამშობლო...თათიას არ უჭირს საზოგადოების სმენიან ნაწილთან ურთიერთობა და მეგობრობა. მისი დედა, ეკა თორთლაძე იხსენებს, რომ თათია 13 წლისა იყო, როდესაც პირველად თქვა, რომ არ ესმოდა. უფრო ადრე კი, 18 წლის წინ, როცა მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შვილს არ ესმოდა, თათიას პრობლემის გადასაჭრელად რა გზა არ სცადეს. არც ერთი გზა არ იყო ადვილი. და, რაც მთავარია, არსად იყო სახელმწიფო:
ეს სტერეოტიპი არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში, რომ ყრუ ან მეტყველებას ისწავლის, ან აზროვნებას - ესეც მომისმენია. ესენი მოაზროვნე ადამიანები არიან. უბრალოდ, დროულად ჩვენი დახმარება სჭირდებათ და არა ვინმეს შეცოდება...ეკა თორთლაძე
„შენ, როგორც მშობელი, მარტო ხარ და შენ თვითონ იწყებ ძიებას, ახლა რა უნდა გავაკეთო, ახლა რა გზას დავადგე. ამიტომ მგონია, რომ უნდა არსებობდეს ისეთი სამსახური, რომელიც ასეთ მშობლებთან თავად მივა და აუხსნის როგორ მოიქცეს. მის ტრავმასაც გაითვალისწინებს, რადგან ეს ტკივილი არასდროს არ მთავრდება. მშობელი კი რაღაც სასწაულის მოლოდინში დროს კარგავს. ტოტალური სიყრუეც რომ ჰქონდეს, ბავშვთან აუცილებლად მეტყველებით უნდა დაიწყო, მშობელს სულ უნდა ჰქონდეს ეს კომუნიკაცია, რაც ბევრმა არც იცის“.
ეკა თორთლაძე გვეუბნება, რომ 18 წლის მერეც, ბევრი არაფერია შეცვლილი. სისტემა ჯერ კიდევ არ არის გამართული. რეფორმების შედეგად, სპეციალური სკოლა საჯარო სკოლად გადაკეთდა, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმით ასწავლიან ბავშვებს, თუმცა, მისივე სიტყვებით, წარმოუდგენელია სმენის შეზღუდვის მქონე ან, მისი სიტყვებით, აბსოლუტურად ყრუ ადამიანს იგივე შედეგი მოსთხოვო განათლებაში, როგორც მათ, ვისაც ეს შეზღუდვა არა აქვს:
პირველი, რასაც ეკა თორთლაძე სახელმწიფოსგან მოითხოვს, პროცესში თავად მშობლების ჩართულობაა, რომ მათ თავად იგრძნონ საკუთარი როლი. ეს როლი და მათი მონაწილეობა გამორიცხავს პანსიონების არსებობას ქვეყანაში. მეორე და მთავარი უკვე სამედიცინო კომპონენტია: ყველა სამშობიაროში უნდა ტარდებოდეს დროული სკრინინგი და ეს უნდა იყოს სავალდებულო.
შშმ პირების უმრავლესობა, ძალიან დიდი პროცენტი, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ისინი დამოკიდებულები არიან ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. წარმოგიდგენიათ 22 წლის გოგო, რომელიც დედის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს?...გია ჯვარშეიშვილი
შემდეგ მოდის განათლება. ეკა თორთლაძე ამბობს, რომ ცუდია, როცა ქვეყანა პრობლემის გადაჭრას ბოლოდან იწყებს. მისასალმებელია, როცა სახელმწიფო სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის სპეციალურ სახელმძღვანელოს ამზადებს, მაგრამ როცა არ არსებობს კონცეფცია, თუ რა სჭირდებათ მათ, როგორი უნდა იყოს მათ მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა, მხოლოდ სახელმძღვანელო ვერ იქნება გამოსავალი. დღეს, როცა უკვე თათია 18 წლისაა და სკოლას ამთავრებს, მის დედას სურს, რომ მან, როგორც ადამიანმა, თავისუფლად, დამოუკიდებლად იცხოვროს, ეს კი სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანთა უმრავლესობისათვის ხშირად გადაუჭრელი პრობლემაა:
„მინდა, რომ ის აკეთოს, რაც უნდა. მინდა, რომ ოცნების უფლება ჰქონდეს და არ იყოს ჩაკეტილი, არ ჰქონდეს განსაზღვრული, რომ, მაგალითად, მხოლოდ დამლაგებელი შეიძლება იყოს მისი პროფესია... არ იფიქროთ, რომ ამ ან სხვა პროფესიას შეურაცხყოფას ვაყენებ. უბრალოდ, თუკი მას სურს გამოვიდეს დიზაინერი ან მათემატიკოსი, მას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა თავის ქვეყანაში. შეუძლიათ, ამაშია საქმე“.
„შშმ პირების უმრავლესობა, ძალიან დიდი პროცენტი, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ისინი დამოკიდებულები არიან ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. წარმოგიდგენიათ 22 წლის გოგო, რომელიც დედის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს? ან ბებია, რომელიც შვილიშვილზე ამბობს, რომ რად უნდა მას ცოლი, როცა ის სულ მასთან ერთად იქნება“...
მართალია, საქართველომ ცოტა ხნის წინ მოახდინა შშმ პირების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ რატომღაც საქართველომ თავი შეიკავა ამ კონვენციის თანმხლები ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირებისგან, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ცალკეულ შშმ პირს, დამოუკიდებლად მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის.
საქართველოს ყრუთა კავშირი - ჟესტების ენაზე
თუკი ეს ენა გვექნება და, სხვა ქვეყნების მსგავსად, ეს ენა იქნება განვითარებული, პრობლემა გადაიჭრება. ამ ადამიანებს ეს გადაულახავი შეზღუდვა მოეხსნებათ. სწორედ აქ ვაწყდებით საზოგადოებისგან სტიგმას...მაია მეტონიძე