სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხუთშაბათს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მთავარი პროკურატურის წინ. 27 მარტს ამოიწურა ვადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში უნდა გამოცხადებულიყო მოწმის სახლით 10 რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მისაცემად. მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს კვერცხები და სხვადასხვა სახის საგნები დაუშინეს. პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა.