ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მოქმედებს პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ეგიდით. პროგრამა მოზარდების სოციალიზაციას ითვალისწინებს. ოთხ-ოთხი კაცისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ამ ბავშვებთან საერთო ენის გამონახვასა და საზოგადოებაში მათ ჩართვას ცდილობენ.
მობილური ჯგუფი რამდენიმეა და თბილისის რეგიონების მიხედვით იყოფა. მაგალითად, რუსთაველის გამზირზე სხვა ჯგუფი მუშაობს, დიდუბეში - სხვა. ვითარების ადგილზე გასაცნობად რადიო თავისუფლება იმ მობილურ ჯგუფს დაემგზავრა, რომელიც გლდანი-ნაძალადევის რაიონში მუშაობს. მსგავსი გასვლები ჯგუფს ყოველდღიურად აქვს. ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგი ნინო რეხვიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მათი მოვალეობა ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების მოძიებაა, შემდეგ მათთან გასაუბრება, შემდეგ - მშობლებთან ვიზიტი:
„ჩვენი მიზანია იმ ბავშვებისთვის, ვინც ქუჩაში მათხოვრობს ან მუშაობს, გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, იქნება ეს ანბანის თუ ანგარიშის სწავლება. ძალიან ხშირად არაქართველები არიან და უჭირთ ქართულად საუბარი. ვცდილობთ, რაც შეიძლება გავუადვილოთ ხალხთან ურთიერთობა“.
როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, ამგვარი ბავშვების თავშეყრის ადგილი ძირითადად ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა იმ დღეს იქ არავინ იყო. როგორც გაირკვა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვები სამებასთან არიან გადასულები. ნაწილი იქ ხატებს ყიდის, ზოგი - მოწყალებას ითხოვს. ამ დღეებში ბავშვები მეტროს ვაგონებშიც არ ჩანან.
ფაიკა 12 წლის აზერბაიჯანელი ბიჭია, ის ვაგონიდან პატარა ხატებით ხელში გამოდის. საუბრიდან ირკვევა, რომ ისიც სამებაში ყოფილა. სამგორში ქირით ცხოვრობს. ეს პროგრამა მისთვის უცნობი არ აღმოჩნდა - ერთ-ერთი მონაწილეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებთან და ფსიქოლოგებთან ერთად შეხვედრებზე დადის და სხვადასხვა აქტივობებშია ჩართული.
ჯგუფი გადააწყდა ორ გოგონასაც, რომლებიც ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის სახელით ავადმყოფი ბავშვისთვის შემწეობას ითხოვენ. ერთ-ერთი მათგანი სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. მობილური ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ხუჭუა, ამბობს, რომ ამ ბავშვის მონაცემებს სკოლაში გადაამოწმებს და უკვე ამის შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ:
„მე ვფიქრობ, უსამართლოა არასრულწლოვანი ბავშვების მუშაობა. როგორც თვითონ ამბობენ, მოხალისეები არიან, მაგრამ ცოტა დაუჯერებელია მოხალისედ ამას აკეთებდნენ. სკოლაში დავადგენთ, რა სიხშირით დადის გაკვეთილებზე, საერთოდ ირიცხება იქ თუ არა“.
ჯგუფის მოვალეობაა, ბავშვების მშობლებთან კონტაქტის დამყარება და შემდეგ თვალყურის დევნება. ვაგზლის მოედნის უკან ერთ-ერთ შენობაში მრავალშვილიანი ოჯახია შეჭრილი - დედა, თავის ექვს შვილსა და შვილიშვილთან ერთად. ორ ბავშვს სოციალური მუშაკები ვაგზლის მოედანზე გადააწყდნენ, როდესაც ისინი სხვადასხვა ნივთით ვაჭრობდნენ. პარალელურად სკოლაშიც დადიან.
„- უფრო ისტორია, ფიზიკა და ქიმია მიყვარს.
- ფიზიკა და ქიმია გიყვარს?! კარგად იგებ?
- კარგად რა, 7-8 კი მაქვს.
- აცდენ ხოლმე?
- როცა ბაზრობაზე ვმუშაობთ, კი, ისე არა.
- როგორი ცხოვრება გინდა გქონდეს?
- რა ვიცი, ბინა მინდა მქონდეს და იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახი ვარჩინო.
- მარტო შენ უნდა არჩინო ყველა?
- კი, ჩემი ოჯახია. აბა, სხვა ხომ არ არჩენს“.
ბავშვების დედა ამბობს, რომ მათ თავი მეორადი ნივთების გაყიდვით გააქვთ:
„ბავშვები დადიან ბაზარში და ნარჩენები და მეორადი ნივთები გამოაქვთ. ხან ვყიდით, ხან სარეცხის საშუალებას ვყიდულობთ და ასე ვარსებობთ“.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები მშობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან - მათ იძულებით ამუშავებენ ან ამათხოვრებენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ნესტან ლონდარიძის თქმით, ბავშვის უფლებები ამ დროს დაუცველია, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ბავშვის წარმომადგენლობის უფლება სასამართლოში ისევ მშობელს აქვს:
„გამონაკლისს ამ კუთხით წარმოადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელიც, წესით, უნდა აკონტროლებდეს ასეთ შემთხვევებს და თუკი აღმოაჩენს მსგავს ფაქტს, სასამართლოს უნდა მიმართოს, რასაც ეს ორგანო ნაკლებად აკეთებს“.
კანონმდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ლაპარაკობს ნინო რეხვიაშვილიც. ჯგუფი ამჯერად მუშაობს შემთხვევაზე, როდესაც ერთ-ერთ ოჯახში მოზარდმა მამის დავალებით თავის მოკვლა სცადა. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ბავშვის ოჯახიდან წამოყვანა მაინც ვერ მოახერხეს.
„ვმუშაობთ ერთ-ერთ ოჯახთან, სადაც ოთხი ბავშვია. ერთ-ერთ გოგოს მამა მათხოვრობას აიძულებს. უფროს გოგოსთან მამას კონფლიქტი აქვს, ხშირად ძალადობს ოჯახის წევრებზე. ადრე ამ გოგოს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, აბები დალია. ამჯერად თავის ჩამოხრჩობით შეეცადა სიცოცხლე მოესწრაფა. ესეც მამის მოწოდებით გააკეთა. მან ასწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ჩამოაბა თოკი, გაჰკრა ფეხი სკამს. უბრალოდ, მეზობელმა მოუსწრო და გადაარჩინა“.
ნინო რეხვიაშვილის თქმით, პატრულთან საუბარში ბავშვმა განაცხადა, რომ თავის მოკვლა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა. ბავშვი ოჯახიდან წასვლაზე თანახმა იყო, მაგრამ ბოლოს, როდესაც სოციალური მუშაკები მის წამოსაყვანად მივიდნენ, მაინც გადაიფიქრა.
„როდესაც პატრულის თანხლებით ოჯახში მივედით. მამამ თავის შვილებს გადახედა და განაცხადა, ეს ბავშვი არსადაც არ წამოვაო. ეს მინიშნება იყო მისთვის, რომ ჩვენთან წამოსვლაზე უარი ეთქვა. ამასობაში დებიც შემოვიდნენ და თავის ენაზე რაღაც უთხრეს, სავარაუდოდ, მამის დანაბარები. ბავშვმაც ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და დარჩა“.
ნინო რეხვიაშვილი ამბობს, რომ ამ ოჯახთან მუშაობას აგრძელებენ და ისევ ცდილობენ არასრულწლოვანი თავშესაფარში გადაიყვანონ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში იხსნება დღის ცენტრი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ ათიდან თვრამეტ საათამდე დაყონ. აქ იქნება კვება, დაბანისა და მოწესრიგების საშუალება. გარდა ამისა, გაიხსნება ღამის ცენტრიც, სადაც დაახლოებით ათ ბავშვს შეეძლება დარჩენა.
მობილური ჯგუფი რამდენიმეა და თბილისის რეგიონების მიხედვით იყოფა. მაგალითად, რუსთაველის გამზირზე სხვა ჯგუფი მუშაობს, დიდუბეში - სხვა. ვითარების ადგილზე გასაცნობად რადიო თავისუფლება იმ მობილურ ჯგუფს დაემგზავრა, რომელიც გლდანი-ნაძალადევის რაიონში მუშაობს. მსგავსი გასვლები ჯგუფს ყოველდღიურად აქვს. ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგი ნინო რეხვიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მათი მოვალეობა ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების მოძიებაა, შემდეგ მათთან გასაუბრება, შემდეგ - მშობლებთან ვიზიტი:
„ჩვენი მიზანია იმ ბავშვებისთვის, ვინც ქუჩაში მათხოვრობს ან მუშაობს, გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, იქნება ეს ანბანის თუ ანგარიშის სწავლება. ძალიან ხშირად არაქართველები არიან და უჭირთ ქართულად საუბარი. ვცდილობთ, რაც შეიძლება გავუადვილოთ ხალხთან ურთიერთობა“.
მე ვფიქრობ, უსამართლოა არასრულწლოვანი ბავშვების მუშაობა. როგორც თვითონ ამბობენ, მოხალისეები არიან, მაგრამ ცოტა დაუჯერებელია მოხალისედ ამას აკეთებდნენ...ირაკლი ხუჭუა
როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, ამგვარი ბავშვების თავშეყრის ადგილი ძირითადად ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა იმ დღეს იქ არავინ იყო. როგორც გაირკვა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვები სამებასთან არიან გადასულები. ნაწილი იქ ხატებს ყიდის, ზოგი - მოწყალებას ითხოვს. ამ დღეებში ბავშვები მეტროს ვაგონებშიც არ ჩანან.
ფაიკა 12 წლის აზერბაიჯანელი ბიჭია, ის ვაგონიდან პატარა ხატებით ხელში გამოდის. საუბრიდან ირკვევა, რომ ისიც სამებაში ყოფილა. სამგორში ქირით ცხოვრობს. ეს პროგრამა მისთვის უცნობი არ აღმოჩნდა - ერთ-ერთი მონაწილეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებთან და ფსიქოლოგებთან ერთად შეხვედრებზე დადის და სხვადასხვა აქტივობებშია ჩართული.
ჯგუფი გადააწყდა ორ გოგონასაც, რომლებიც ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის სახელით ავადმყოფი ბავშვისთვის შემწეობას ითხოვენ. ერთ-ერთი მათგანი სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. მობილური ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ხუჭუა, ამბობს, რომ ამ ბავშვის მონაცემებს სკოლაში გადაამოწმებს და უკვე ამის შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ:
„მე ვფიქრობ, უსამართლოა არასრულწლოვანი ბავშვების მუშაობა. როგორც თვითონ ამბობენ, მოხალისეები არიან, მაგრამ ცოტა დაუჯერებელია მოხალისედ ამას აკეთებდნენ. სკოლაში დავადგენთ, რა სიხშირით დადის გაკვეთილებზე, საერთოდ ირიცხება იქ თუ არა“.
„- უფრო ისტორია, ფიზიკა და ქიმია მიყვარს.
- ფიზიკა და ქიმია გიყვარს?! კარგად იგებ?
- კარგად რა, 7-8 კი მაქვს.
- აცდენ ხოლმე?
- როცა ბაზრობაზე ვმუშაობთ, კი, ისე არა.
- როგორი ცხოვრება გინდა გქონდეს?
- რა ვიცი, ბინა მინდა მქონდეს და იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახი ვარჩინო.
- მარტო შენ უნდა არჩინო ყველა?
- კი, ჩემი ოჯახია. აბა, სხვა ხომ არ არჩენს“.
ბავშვების დედა ამბობს, რომ მათ თავი მეორადი ნივთების გაყიდვით გააქვთ:
„ბავშვები დადიან ბაზარში და ნარჩენები და მეორადი ნივთები გამოაქვთ. ხან ვყიდით, ხან სარეცხის საშუალებას ვყიდულობთ და ასე ვარსებობთ“.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები მშობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან - მათ იძულებით ამუშავებენ ან ამათხოვრებენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ნესტან ლონდარიძის თქმით, ბავშვის უფლებები ამ დროს დაუცველია, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ბავშვის წარმომადგენლობის უფლება სასამართლოში ისევ მშობელს აქვს:
„გამონაკლისს ამ კუთხით წარმოადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელიც, წესით, უნდა აკონტროლებდეს ასეთ შემთხვევებს და თუკი აღმოაჩენს მსგავს ფაქტს, სასამართლოს უნდა მიმართოს, რასაც ეს ორგანო ნაკლებად აკეთებს“.
უფროს გოგოსთან მამას კონფლიქტი აქვს, ხშირად ძალადობს ოჯახის წევრებზე. ადრე ამ გოგოს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, აბები დალია. ამჯერად თავის ჩამოხრჩობით შეეცადა სიცოცხლე მოესწრაფა. ესეც მამის მოწოდებით გააკეთა. მან ასწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყო...ნინო რეხვიაშვილი