მხატვრების აქცია გაიმართა საყდრისის ოქროს საბადოს დასაცავად

საყდრისის ოქროს საბადოს დასაცავად თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მხატვრების აქცია გაიმართა. მათ ხელისუფლებისგან მოითხოვეს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის აღდგენა და იქ ყველანაირი სამუშაოს შეჩერება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ტერიტორიის შემოწმებამდე დაუშვებელია საყდრისში ოქროს მოპოვების განახლება.