გრძელდება აქციები საყდრისის გადასარჩენად
Your browser doesn’t support HTML5
20 მარტს მთავრობის კანცელარიის წინ ორმოცდაათამდე ადამიანმა გააპროტესტა საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები. აქტივისტები მოითხოვენ აღნიშნული ტერიტორიის კიდევ ერთხელ შესწავლას დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. საყდრისის მაღარო მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია RMG Gold-ი წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ მაღარო უძველესი ისტორიული ძეგლია და მისი განადურება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, კულტურის სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებით, კომპანიას შეუძლია ამ ტერიტორიაზე სამუშაოები განაგრძოს.