საქართველოში კვლავაც მაღალი რჩება ნაადრევ ქორწინებათა მაჩვენებელი. ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 14 იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საბაზო საფეხურის (7-9 კლასები) დასრულებამდე 7 367-ზე მეტმა გოგონამ შეწყვიტა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადრეული ქორწინებაა, რომელსაც არცთუ ისე იშვითად ოჯახის მხრიდან იძულება განაპირობებს. ორიოდე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ყარაჯალაში სწორედ ამ მიზეზით 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გამოძიება გრძელდება და ჯერჯერობით ამ ამბის საბოლოო დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ეს ფაქტიც ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნაადრევი ქორწინებები საქართველოში გადაუჭრელი პრობლემაა. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა რადიო თავისუფლება ანა აბაშიძეს, ხელმძღვანელს ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“.
Your browser doesn’t support HTML5