ყირიმში გაიტაცეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

ყირიმში უცნობმა პირებმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომელი ლევკო სტეკი გაიტაცეს და მინდორში დატოვეს. მომხდარის შესახებ სტეკმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი განმარტებით, იგი გუშინ, 18 მარტს ბახჩისარაიში უცნობმა პირებმა ავტობუსიდან გადაათრიეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ხელბორკილები დაადეს და ავტომობილის უკანა სავარძელში ძალით მოათავსეს. მოგვიანებით იგი მინდორში დააგდეს და გააფრთხილეს, მეტად აღარ ჩავიდეს ყირიმში. „მაპატიეთ, თუ განერვიულეთ, თავადაც არ ველოდი ასეთ თბილ დახვედრას“, - წერს ჟურნალისტი, რომელიც ყირიმში 16 მარტიდან იმყოფება.