უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციის საქმეების დროებით რწმუნებულს ანდრეი ვორობიოვს პროტესტის ნოტა გადასცა. ნოტაში დაგმობილია ყირიმის რესპუბლიკის აღიარებისა და იმ ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტი, რომლის ძალითაც ეგრეთ წოდებული ყირიმის რესპუბლიკა და სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიად განიხილავს. ამასთანავე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეყრდნობა რა გაეროს წესდებასა და უკრაინიასა და რუსეთს შორის 1997 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ, შენიშნავს, რომ ხელშეკრულების თანახმად, რუსულ მხარეს აქვს ვალდებულება, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთიანობასა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობას. „უკრაინული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის გავრცელებას უკრაინაში, მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იტოვებს უფლებას, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს ზომები“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტაში.