ჯანდაცვის სამინისტროსგან ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ
Your browser doesn’t support HTML5
18 მარტს ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით აქცია გაიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ ნარკომანია დაავადებაა და რომ, შესაბამისად, სამინისტრო ვალდებულია, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები კი არ დასაჯოს, არამედ უმკურნალოს მათ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა დევნა და გაიზარდოს იმ სერვისების დაფინანსება, რომელიც მათ მკურნალობასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ითვალისწინებს.