ეს კვირა არასამთავრობო სექტორის მორიგი აქტივობით დაიწყო. გრძელდება კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, რომლის მიზანია მკაცრი რეგულაციით შეიზღუდოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მასშტაბები. როგორც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, დღემდე მობილური ოპერატორების ოფისებში დამონტაჟებული მოწყობილობების წყალობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია ერთდროულად მოუსმინოს და უთვალთვალოს, დაახლოებით, 21 ათასამდე ადამიანს:
„სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ მოუსმინონ მოქალაქეებს, არამედ გაიგონ მათი ადგილსამყოფელი, ასევე მიიღონ მათი მოკლე ტექსტური შეტყობინებები“.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. ყოფილი მმართველი პარტიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებით უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს,მისი თქმით, საქართველო უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ გადადგამს:
„მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, თუ რას წარმოადგენს საქართველოსთვის ამ პროცესში ჩართვის სტრატეგიული გეზი. ეს გეზი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად ვიყოთ ჩართული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, არსებული კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო არ გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, არამედ იქნება ნაწილი იმ თანამედროვე, ცივილიზებული საზოგადოების, ქვეყანათა ერთობისა, რომელიც ამ საკითხის მოგვარებაზე ყოველდღიურად ძალიან აქტიურად მუშაობს“.
თბილისში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ საპროტესტო აქციას მოთხოვნით, გადადგეს დედაქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე:
„ყველას გასაგონად გეუბნებით და შეიბერტყეთ ყურები: მე ვარ ერთ-ერთი რიგითი მეხანძრე-მაშველი, ვინც თემურ გიორგაძის სახლსა და აგარაკებზე გამოძახებით მისულა და უმუშავია“.
12 მარტს ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ინდექსის გამოკვლევის თანაავტორებს უმასპინძლა. როგორც ირკვევა, 2012 წელსა და 2013 წლის პირველ ნახევარში საქართველომ გაიუმჯობესა მაჩვენებლები ინდექსის უმეტესი პარამეტრების მიხედვით. კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს უკრაინას და მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძის თქმით, ეს ფაქტი კმაყოფილებისა და დამშვიდების საფუძველს არ იძლევა:
„ეს ნიშნავს იმას, რომ, სხვებთან შედარებით, უკეთესია, მაგრამ, თავისთავად აღებული, არსებული რეალობა არ არის კარგი“.
სიახლეა თბილისის საბინაო სექტორში. თბილისის საკრებულოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით, თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკების'' ნაცვლად კომფორტული საცხოვრებელი სახლები აშენდება. ეს მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რაშიც ინვესტორი, საერთო ჯამში, 600 მილიონი ამერიკული დოლარის ჩადებას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ხელისუფლება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ახალი კორპუსების ასაშენებლად სამშენებლო სამუშაოები დაიწყება:
„ამ თანხის გარკვეული ნაწილის აკუმულირება მოხდება „ხრუშოვკების“ დემონტაჟისა და მათ ადგილას მრავალსართულიანი სახლების ასაშენებლად, რასაც შესაბამისი პროექტით განვახორციელებთ. იმ მხარეს სხვა ზონას შევქმნით, სხვა რეკრეაცია, სხვა დიზაინი ექნება ქალაქს. მეორე მხრივ, თანხის ნაწილი წავა ძველი თბილისის იერსახის შესანარჩუნებლად. ძველი თბილისი სავსეა ძეგლებით. ამიტომ არაფრის შეცვლა იქ არ შეიძლება“.
14 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს პარლამენტის წევრის როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. ამ საკითხზე მსჯელობას პარლამენტის წევრები მომავალ კვირაში აპირებენ.
ასევე 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომპანია RMG gold-ი განაახლებს ოქროს მოპოვებას საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე, სადაც ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, მდებარეობს მსოფლიოში დღემდე გამოვლენილ ოქროს მაღაროთა შორის უძველესი. ექსპერტები კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საყდრისის გადასარჩენად ბრძოლას გააგრძელებენ.
ცალკე მსჯელობის საგანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნის საეჭვო მეცნიერული საფუძვლები. კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინე მიზანდარის თქმით, 2014 წლის 13 იანვრის შემდეგ, ანუ რაც RMG gold -ს საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე მადნის მოპოვება აეკრძალა, არსებითად არაფერი შეცვლილა:
„თუკი ამასობაში რამე სხვა დასკვნა გაკეთდა (საპირისპირო საბუთი მომზადდა), დიდი ეჭვია, რომ ეს უკანონო, კორუფციული გარიგების შედეგად შექმნილი საბუთი უნდა იყოს, იმიტომ რომ არანაირი სხვა საფუძველი არ არსებობს: არქეოლოგიური ექსპედიცია არ გაგრძელებულა, არავის უმუშავია, ახალი ელემენტები ამ ძეგლის შესწავლა-არშესწავლასთან კავშირში ვერ გაჩნდებოდა, რადგანაც ეს იყო დახურული ზონა“.
უკვე 15 მარტს სამმხრივი შეხვედრა გაიმართა კომპანია RMG gold-ის გაფიცული თანამშრომლების პრობლემების განსახილველად. შეხვედრას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები, თავად კომპანიისა და სახელმწიფო მედიაციის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა 7 საათს გაგრძელდა, თუმცა ყველა დასმულ საკითხზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელმძღვანელი პირების შეცვლასა და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.
კვირის ბოლოს ევროკავშირის კანონმდებლობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ მიზანს წარმოადგენს "ასოცირების შესახებ შეთანხმების" ხელმოწერა არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოში. შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე ამოქმედდება შეთანხმების უდიდესი ნაწილი, ეს შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გარკვეულ მუხლებს, ასევე დარგობრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული თავების უმრავლესობას და შეთანხმების რამდენიმე სხვა მუხლს.
„სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ მოუსმინონ მოქალაქეებს, არამედ გაიგონ მათი ადგილსამყოფელი, ასევე მიიღონ მათი მოკლე ტექსტური შეტყობინებები“.
ეს გეზი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად ვიყოთ ჩართული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, არსებული კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო არ გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ამ მიმართულებით...გიორგი მარგველაშვილი
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. ყოფილი მმართველი პარტიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებით უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს,მისი თქმით, საქართველო უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ გადადგამს:
„მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, თუ რას წარმოადგენს საქართველოსთვის ამ პროცესში ჩართვის სტრატეგიული გეზი. ეს გეზი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად ვიყოთ ჩართული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, არსებული კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო არ გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, არამედ იქნება ნაწილი იმ თანამედროვე, ცივილიზებული საზოგადოების, ქვეყანათა ერთობისა, რომელიც ამ საკითხის მოგვარებაზე ყოველდღიურად ძალიან აქტიურად მუშაობს“.
თბილისში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ საპროტესტო აქციას მოთხოვნით, გადადგეს დედაქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე:
„ყველას გასაგონად გეუბნებით და შეიბერტყეთ ყურები: მე ვარ ერთ-ერთი რიგითი მეხანძრე-მაშველი, ვინც თემურ გიორგაძის სახლსა და აგარაკებზე გამოძახებით მისულა და უმუშავია“.
12 მარტს ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ინდექსის გამოკვლევის თანაავტორებს უმასპინძლა. როგორც ირკვევა, 2012 წელსა და 2013 წლის პირველ ნახევარში საქართველომ გაიუმჯობესა მაჩვენებლები ინდექსის უმეტესი პარამეტრების მიხედვით. კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს უკრაინას და მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძის თქმით, ეს ფაქტი კმაყოფილებისა და დამშვიდების საფუძველს არ იძლევა:
სიახლეა თბილისის საბინაო სექტორში. თბილისის საკრებულოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით, თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკების'' ნაცვლად კომფორტული საცხოვრებელი სახლები აშენდება. ეს მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რაშიც ინვესტორი, საერთო ჯამში, 600 მილიონი ამერიკული დოლარის ჩადებას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ხელისუფლება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ახალი კორპუსების ასაშენებლად სამშენებლო სამუშაოები დაიწყება:
„ამ თანხის გარკვეული ნაწილის აკუმულირება მოხდება „ხრუშოვკების“ დემონტაჟისა და მათ ადგილას მრავალსართულიანი სახლების ასაშენებლად, რასაც შესაბამისი პროექტით განვახორციელებთ. იმ მხარეს სხვა ზონას შევქმნით, სხვა რეკრეაცია, სხვა დიზაინი ექნება ქალაქს. მეორე მხრივ, თანხის ნაწილი წავა ძველი თბილისის იერსახის შესანარჩუნებლად. ძველი თბილისი სავსეა ძეგლებით. ამიტომ არაფრის შეცვლა იქ არ შეიძლება“.
14 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს პარლამენტის წევრის როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. ამ საკითხზე მსჯელობას პარლამენტის წევრები მომავალ კვირაში აპირებენ.
ასევე 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომპანია RMG gold-ი განაახლებს ოქროს მოპოვებას საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე, სადაც ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, მდებარეობს მსოფლიოში დღემდე გამოვლენილ ოქროს მაღაროთა შორის უძველესი. ექსპერტები კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საყდრისის გადასარჩენად ბრძოლას გააგრძელებენ.
თუკი ამასობაში რამე სხვა დასკვნა გაკეთდა (საპირისპირო საბუთი მომზადდა), დიდი ეჭვია, რომ ეს უკანონო, კორუფციული გარიგების შედეგად შექმნილი საბუთი უნდა იყოს, იმიტომ რომ არანაირი სხვა საფუძველი არ არსებობს...მარინე მიზანდარი