მერაბ მეკარიშვილმა დვანში სახლის შენება დაიწყო. ამ კაცის სახელი გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როცა ორ მეზობელთან ერთად მამაპაპეული სახლის დაშლას შეუდგა. ნახევრად დანგრეული სახლი რუსეთის მესაზღვრეების მიერ გავლებულ მავთულხლართებთან იდგა. მაშინ მეკარიშვილი ოსმა მეზობლებმა გააფრთხილეს, რომ მავთულხლართების გადმოწევას კიდევ 50 მეტრით აპირებდნენ და სახლიდან ყველაფრის გატანა მოსთხოვეს. მეკარიშვილმა ძველი სახლი თანასოფლელების დახმარებით დაშალა. ახლა მამაპაპეული სახლის ქვებს ახალი სახლის საძირკველში ალაგებს. სახლი იქვე, ბაღის ბოლოში, მავთულხლართებიდან, დაახლოებით, 100 მეტრის მოშორებით შენდება. დვანელები ხალისით, ქართული მუსიკის თანხლებით მუშაობენ. შემაღლებული მთიდან კი მათ საქმიანობას რუსეთის მესაზღვრეები დურბინდებით აკვირდებიან. მერაბ მეკარიშვილი ამბობს, რომ ოქტომბერში დადებულ პირობას ასრულებს და ახალი სახლი ძველზე უკეთესი იქნება.
„იქით დავტოვე სახლი და აქეთ გადმოვედი. მეხმარებიან თანასოფლელები, მეგობრები. პრინციპის საკითხია და ვაკეთებ ამას. მე იმასა ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესი ავაშენო, რომ დაინახავენ, თქვან, უფრო სიცოცხლე ტრიალებსო.“
გასული წლის ოქტომბერში, მეკარიშვილების გარდა, სახლების დაშლა კორაშვილებმა და მახაჭაშვილებმაც დაიწყეს, რუსეთის მესაზღვრეები კი სოფლის ნაკვეთებს ღობავდნენ. დვანმა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. სოფელში ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა. სოციალურ ქსელში დაიწყო აქცია, სახელწოდებით „ჩვენ ავაშენებთ სახლს“. დვანელების მხარდასაჭერად სოფლისკენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან აქტიური მოქალაქეები დაიძრნენ. სოფელში საერთაშორისო მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. მაშინ ადგილობრივი მცხოვრებლები ყველას რუსეთის შეჩერებას სთხოვდნენ. დვანელი მიმოზა ჯიქიას სიტყვები, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ახლაც აქტუალურია.
"ეს ხალხი მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდა, მუშაობდა მუშა ფუტკარივით. თითო კენჭი იციან სად იყო, იციან მიწა, სად რაა დარგული, ვინ რომელი ხე დარგო და ასწლოვან ხეებს გვაჭრევინებენ ახლა. ძალიან გთხოვთ, გემუდარებით ყველას, რაც შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, რომ საქართველო გადაგვირჩინოთ. ხვალ და ზეგ ამით მსოფლიოს დაშლა დაიწყება. ნახავს ურჩხული, რომ სხვისი დაპყრობა შეიძლება და ყველას დაიპყრობს ცოტა ხანში. ძალიან გთხოვთ, ძალიან".
დვანელები სამშენებლო მასალის ნაკლებობას არ უჩივიან. თბილისის განვითარების ფონდმა იქ სამი სახლის სამყოფი ბლოკი, ცემენტი, ხის და რკინის მასალა ჩაიტანა. ფონდის წარმომადგენელი დავით იოსელიანი მაშინ ამბობდა, რომ დვანელების დასახმარებლად მთელი საქართველო უნდა დარაზმულიყო:
,,ძალიან მძიმე სურათი იყო, როდესაც უყურებ ადამიანი როგორ შლის თავისი ხელით საკუთარ აშენებულ სახლს. სამი ოჯახი დარჩა სახლ-კარის გარეშე და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით. საერთო ჯამში, 14 მანქანა სამშენებლო მასალაა. ეს არის კეთილი ნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას გამოეხმაურება სხვა ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი, რადგანაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში კეთილი ადამიანების ამარა დარჩა ეს ხალხი“.
ერთ-ერთი დაზარალებული, გივი მახაჭაშვილი, ახლა მერაბ მეკარიშვილს ეხმარება. ამბობს, რომ სახლის შენებას მალე თვითონაც დაიწყებს და პირობას დებს, რომ მისი სახლი ყველაზე ლამაზი იქნება:
„მე აქედან წამსვლელი არსად არა ვარ. მე ამ სოფელში დავიბადე, ამ სოფელში გავიზარდე და აქ უნდა ავაშენო სახლი. უნდა იყვეს ჩემი სახლი ყველაზე კოხტა, ყველაზე ლამაზი. მაღლიდან რო გადმოიხედებიან ის ხალხი, ხო უნა დაინახონ, რო, აი, რანაირი დახმარება გამიწია სახელმწიფომ“.
დვანელები ამბობენ, რომ ამ სახლის მშენებლობაში თითოეული მცხოვრები მიიღებს მონაწილეობას. ისინი თითო აგურის დასადებად სხვა ადამიანებსაც ეპატიჟებიან, იმის სიმბოლოდ, რომ ერთიანობით, სიყვარულით და შენებით მტრობას, გაყოფას და მავთულხლართებს დაამარცხებენ.
„იქით დავტოვე სახლი და აქეთ გადმოვედი. მეხმარებიან თანასოფლელები, მეგობრები. პრინციპის საკითხია და ვაკეთებ ამას. მე იმასა ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესი ავაშენო, რომ დაინახავენ, თქვან, უფრო სიცოცხლე ტრიალებსო.“
ძალიან გთხოვთ, გემუდარებით ყველას, რაც შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, რომ საქართველო გადაგვირჩინოთ. ხვალ და ზეგ ამით მსოფლიოს დაშლა დაიწყება. ნახავს ურჩხული, რომ სხვისი დაპყრობა შეიძლება...მიმოზა ჯიქია
"ეს ხალხი მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდა, მუშაობდა მუშა ფუტკარივით. თითო კენჭი იციან სად იყო, იციან მიწა, სად რაა დარგული, ვინ რომელი ხე დარგო და ასწლოვან ხეებს გვაჭრევინებენ ახლა. ძალიან გთხოვთ, გემუდარებით ყველას, რაც შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, რომ საქართველო გადაგვირჩინოთ. ხვალ და ზეგ ამით მსოფლიოს დაშლა დაიწყება. ნახავს ურჩხული, რომ სხვისი დაპყრობა შეიძლება და ყველას დაიპყრობს ცოტა ხანში. ძალიან გთხოვთ, ძალიან".
ძალიან მძიმე სურათი იყო, როდესაც უყურებ ადამიანი როგორ შლის თავისი ხელით საკუთარ აშენებულ სახლს. სამი ოჯახი დარჩა სახლ-კარის გარეშე და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით. საერთო ჯამში, 14 მანქანა სამშენებლო მასალაა...დავით იოსელიანი