მეხანძრეების აქციამ თბილისის მერიასთან გადაინაცვლა
Your browser doesn’t support HTML5
11 მარტს ყოფილმა და მოქმედმა მეხანძრე-მაშველებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის გადადგომა. თანამშრომლები გიორგაძეს კორუფციაში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციები, მათ შორის შიმშილობა, უკვე თვეზე მეტია გრძელდება. ამჯერად აქციის მონაწილეები ყოველდღიურად აპირებენ მერიის თანამშრომლებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ გიორგაძე თანამდებობაზე დარჩება, და აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.