ამერიკის კინოაკადემიის პრემიით, “ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიაზე შარშან გარდაცვლილი კინემატოგრაფისტებიც გაიხსენეს. თუმცა დაავიწყდათ რეჟისორი, რომელიც სწორედ ცერემონიის დაწყების წინა დღეს გარდაიცვალა - მსოფლიო კინოს პატრიარქი, ფრანგული კინოს კლასიკოსი, რომლის სახელს უკავშირდება კინოხელოვნების ენის განახლება - ალენ რენე.
Your browser doesn’t support HTML5