კანონი, რომელიც საქართველოში განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას, არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს, ვერ უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული უფლებების დაცვას, რადგანაც უპირატესობას ანიჭებს სამედიცინო მოდელს, ნაცვლად საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა მოდელისა. ვითარების შესაცვლელად, საქართველოს მთავრობა 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ახალი ორგანული კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა კონვენციასთან.
გიორგი ძნელაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, წლების განმავლობაში ეტლით გადაადგილდება. შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ როგორი მოუწყობელი და არაადაპტირებულია გარემო:
„საკუთარ ჯანმრთელობას ვუქმნი საფრთხეს. მარტო ჩემზე არ ვლაპარაკობ. ამგვარ პრობლემას აწყდება ყველა, ვინც ეტლით სარგებლობს.ტროტუარზე ვერ ივლი, რადგანაც ან მანქანაა გაჩერებული, ან ძალიან მოუწესრიგებელი და გაუვალია. ამის გამო, გადმოდიხარ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილში, სადაც ძალიან საშიშია მოძრაობა. რამდენჯერმე მომიწია გადასვლა. თუ ყურადღებით არ იქნებით, აუცილებლად დაგეჯახებათ მანქანა“.
გიორგი ძნელაძის თქმით, ასევე არაადაპტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შენობების დიდი ნაწილის როგორც მისასვლელი, ასევე ინტერიერი, თუმცა გარემოს მოუწყობლობის ყველაზე თვალსაჩინო და, შეიძლება ითქვას, ცინიკური ნიმუშია კომუნიკაციის შეუძლებლობა სამაშველო სამსახურთან:
„სმენის პრობლემების მქონე ადამიანი, როელსაც ასევე აქვს მეტყველების პრობლემა, ვერ უკავშირდება „112“-ს. მარტოა სახლში, - ან ძარცვაა, ან წნევამ აუწია, ან გულის შეტევა აქვს, - არანაირი საშუალება მას არ აქვს, რომ „112“-ს დაუკავშირდეს. შეტყობინებაზე არ რეაგირებენ, არადა, ტელეფონით ვერანაირად ვერ დაუკავშირდება. არანაირი ტექნიკური საშუალება არ არის, რომ გადასცეს ან მიიღოს ინფორმაცია. ანუ ეს ადამიანები იმყოფებიან აბსოლუტურად დისკრიმინაციულ პირობებში, რომელიც გარემოსთან კი არა, სიცოცხლესთან არის კავშირში“.
გიორგი ძნელაძე და კოალიციის სხვა წევრები გამოსავალს კანონმდებლობის შეცვლაში ხედავენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთივე სურვილი ამოძრავებს მთავრობასაც:
„სახელმწიფოს ვალია იზრუნოს თავის ყველა მოქალაქეზე. ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციას და შეუქმნას მათ ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისათვის“.
სწორედ მთავრობის სახელით თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „კოალიციასთან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომლის გამგეობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, კანონის შეცვლის აუცილებლობას ადასტურებს შემდეგი გარემოებაც:
„მიუხედავად იმისა, რომ არსად არ ხდება ჩვენი საჭიროებების გათვალისწინება - იგივე ინფრასტრუქტურა იქნება ეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება თუ ასე შემდეგ, ანუ დისკრიმინაციულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, არ არსებობს სასამართლო პრეცედენტები შესაბამისი სამართალწარმოების სახით. ამის მიზეზი არის სწორედ ის, რომ თუ წერია, რომ შშმ პირთათვის უნდა იყოს გათვალისწინებული საჭიროებები, არსად აღარ არის განმარტებული, რა არის ეს საჭიროებები, როგორი ზედამხედველობით უნდა ხდებოდეს მისი აღსრულება, რა სამართლებრივი სანქციები უნდა დაეკისროს და ა.შ.“, უთხრა რატი იონათამიშვილმა რადიო თავისუფლებას.
მეტიც, ირკვევა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ასევე ვერ უზრუნველყოფს თანასწორობის ისეთი პრინციპის დაცვას, როგორიც არის სამართლებრივი ხელმისაწვდომობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნათია წკეპლაძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დიდი წრისათვის მიუწვდომელია ისეთი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია, როგორიც არის ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართვის უფლება:
„ვთქვათ, არ შეუძლია წერა ან ტექსტის შედგენა, ვინ უნდა იზრონოს ან დაეხმაროს მას? აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების ბიუროები გამოყოფილი, რომელიც ასეთი ტიპის სამართლებრივ დახმარებას გასწევს? რომ მოგმართოთ, დამასაქმეთ, ესა და ეს შემიძლია, ამაში გამოვდგები და ასეთი უნარი მაქვსო, უნდა შემეძლოს მიმართვა! ასე რომ, მიმართვის უფლების რეალიზაცია უკვე არის სამართლებრივი პრობლემა. აღარ ვლაპარაკობ დაცვის უფლებაზე, საადვოკატო მომსახურებაზე, რომელიც საქართველოში ზოგადად არის ძალიან დაბალ დონეზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე სახაზინო ადვოკატურას. არც სამოქალაქო, არც ადმინისტრაციულ დავებზე ეს უზრუნველყოფა არ არის და როგორმე ახალ კანონში ეს უზრუნველყოფა უნდა ჩავდოთ, რომ თუნდაც შშმ პირებისათვის სახელმწიფომ უზრუნველყოს სახაზინო ადვოკატების ფუნქციონირება არა მარტო სამართალწარმოების სტადიაზე, არამედ ადმინისტრაციული წარმოებისა, ანუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სტადიაზე“.
საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კანონმდებლობა განსაკუთრებით დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორის ანა აბაშიძის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში, რეზიდენტულ დაწესებულებაში მცხოვრები ქალი, ფაქტობრივად, კარგავს დედობის უფლებას.
„ხდება შვილის ფაქტობრივი ჩამორთმევა (არაიურიდიული) და დაშორება მშობელთან ახალშობილის, რაც მის მშობლის უფლებებს უქმნის სერიოზულ რისკს, ისევე როგორც პირად ცხოვრებას. მაგრამ გაცილებით რთულადაა სიტუაცია, როცა ქალი სასამართლოს მიერ არის აღიარებული ქმედობაუუნაროდ. 2009 წელს, სოციალური დაცვის სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკით, ორ ქალს განუსაზღვრეს ქმედობაუუნაროს სტატუსი სასამართლოს მეშვეობით, რის შემდეგაც მათი შვილები გააშვილეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ანა აბაშიძემ, რომლის თქმითაც, კანონში პირდაპირ არ წერია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ქმედობაუუნაროდ აღიარებულ ქალს არ აქვს მშობლობის უფლება, მაგრამ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში წერია, რომ თუ ბავშვს ჰყავს ქმედობაუნაარო მშობელი, მაშინ ასეთ ბავშვს უნდა მიენიჭოს გასაშვილებლის სტატუსი. კანონის ეს მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა კონვენციასთან, რომლის რატიფიცირება საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა. ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, მიიჩნევს, რომ თვისებრივად უნდა შეიცვალოს ფილოსოფია, რომელსაც დაეფუძნება კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ:
„დაახლოებით ბოლო 20 წელია, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ შშმ პირი არ არის პაციენტი და, საერთოდ, არ არის სამედიცინო სფეროს ობიექტი. ის არის ადამიანის უფლებათა სფეროს სუბიექტი! ანუ არც ერთ შემთხვევაში შშმ პირი არ შეიძლება გავაიგივოთ რაიმე დიაგნოზთან ან რაიმე სამედიცინო მდგომარეობასთან. ეს არის ცვლილება პარადიგმისა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ მოხდა. ჩვენთან პირდაპირ სინონიმია შეზღუდული შესაძლებლობისა დაავადების მატარებელი პირი“.
ამგვარი მიდგომის გამოა, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა არ აღემატება მთელი პოპულაციის 4 პროცენტს, მაშინ როცა, მსოფლიოს მასშტაბით, ეს მაჩვენებელი 10 პროცენტი, ხოლო საქართველოსათვის განვითარებად ქვეყნებში 15 პროცენტია. გიორგი ძნელაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის სრულყოფა და, შესაბამისად, გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა, მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საზრუნავი არ უნდა იყოს.
„ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის ზოგადად საზოგადოების პრობლემა. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ არავინ იცის, ხვალ და ზეგ ვის რა ელოდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ მოხუცებულობა ყველას გველოდება. დღეს მოხუცებული ვერ გადაადგილდება ისე, როგორც მას სჭირდება. ტკბილი სიბერე ხომ გვინდა, რომ გვქონდეს? ამიტომ ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომელშიც ტკბილად ვიცხოვრებთ“, უთხრა გიორგი ძნელაძემ რადიო თავისუფლებას.
სწრორედ ამგვარი გარემოს შექმნას ითვალისწინებს ის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შექმნაზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები). კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ, სავარაუდოდ, ორ-სამ თვეში იქნება მზად, პარლამენტი კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაამტკიცებს.
გიორგი ძნელაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, წლების განმავლობაში ეტლით გადაადგილდება. შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ როგორი მოუწყობელი და არაადაპტირებულია გარემო:
„საკუთარ ჯანმრთელობას ვუქმნი საფრთხეს. მარტო ჩემზე არ ვლაპარაკობ. ამგვარ პრობლემას აწყდება ყველა, ვინც ეტლით სარგებლობს.ტროტუარზე ვერ ივლი, რადგანაც ან მანქანაა გაჩერებული, ან ძალიან მოუწესრიგებელი და გაუვალია. ამის გამო, გადმოდიხარ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილში, სადაც ძალიან საშიშია მოძრაობა. რამდენჯერმე მომიწია გადასვლა. თუ ყურადღებით არ იქნებით, აუცილებლად დაგეჯახებათ მანქანა“.
გიორგი ძნელაძის თქმით, ასევე არაადაპტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შენობების დიდი ნაწილის როგორც მისასვლელი, ასევე ინტერიერი, თუმცა გარემოს მოუწყობლობის ყველაზე თვალსაჩინო და, შეიძლება ითქვას, ცინიკური ნიმუშია კომუნიკაციის შეუძლებლობა სამაშველო სამსახურთან:
სახელმწიფოს ვალია იზრუნოს თავის ყველა მოქალაქეზე. ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციას და შეუქმნას მათ ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისათვის...გიორგი ძნელაძე
გიორგი ძნელაძე და კოალიციის სხვა წევრები გამოსავალს კანონმდებლობის შეცვლაში ხედავენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთივე სურვილი ამოძრავებს მთავრობასაც:
„სახელმწიფოს ვალია იზრუნოს თავის ყველა მოქალაქეზე. ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციას და შეუქმნას მათ ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისათვის“.
„მიუხედავად იმისა, რომ არსად არ ხდება ჩვენი საჭიროებების გათვალისწინება - იგივე ინფრასტრუქტურა იქნება ეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება თუ ასე შემდეგ, ანუ დისკრიმინაციულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, არ არსებობს სასამართლო პრეცედენტები შესაბამისი სამართალწარმოების სახით. ამის მიზეზი არის სწორედ ის, რომ თუ წერია, რომ შშმ პირთათვის უნდა იყოს გათვალისწინებული საჭიროებები, არსად აღარ არის განმარტებული, რა არის ეს საჭიროებები, როგორი ზედამხედველობით უნდა ხდებოდეს მისი აღსრულება, რა სამართლებრივი სანქციები უნდა დაეკისროს და ა.შ.“, უთხრა რატი იონათამიშვილმა რადიო თავისუფლებას.
„ვთქვათ, არ შეუძლია წერა ან ტექსტის შედგენა, ვინ უნდა იზრონოს ან დაეხმაროს მას? აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების ბიუროები გამოყოფილი, რომელიც ასეთი ტიპის სამართლებრივ დახმარებას გასწევს? რომ მოგმართოთ, დამასაქმეთ, ესა და ეს შემიძლია, ამაში გამოვდგები და ასეთი უნარი მაქვსო, უნდა შემეძლოს მიმართვა! ასე რომ, მიმართვის უფლების რეალიზაცია უკვე არის სამართლებრივი პრობლემა. აღარ ვლაპარაკობ დაცვის უფლებაზე, საადვოკატო მომსახურებაზე, რომელიც საქართველოში ზოგადად არის ძალიან დაბალ დონეზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე სახაზინო ადვოკატურას. არც სამოქალაქო, არც ადმინისტრაციულ დავებზე ეს უზრუნველყოფა არ არის და როგორმე ახალ კანონში ეს უზრუნველყოფა უნდა ჩავდოთ, რომ თუნდაც შშმ პირებისათვის სახელმწიფომ უზრუნველყოს სახაზინო ადვოკატების ფუნქციონირება არა მარტო სამართალწარმოების სტადიაზე, არამედ ადმინისტრაციული წარმოებისა, ანუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სტადიაზე“.
გაცილებით რთულადაა სიტუაცია, როცა ქალი სასამართლოს მიერ არის აღიარებული ქმედობაუუნაროდ. 2009 წელს, სოციალური დაცვის სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკით, ორ ქალს განუსაზღვრეს ქმედობაუუნაროს სტატუსი სასამართლოს მეშვეობით, რის შემდეგაც მათი შვილები გააშვილეს...ანა აბაშიძე
„ხდება შვილის ფაქტობრივი ჩამორთმევა (არაიურიდიული) და დაშორება მშობელთან ახალშობილის, რაც მის მშობლის უფლებებს უქმნის სერიოზულ რისკს, ისევე როგორც პირად ცხოვრებას. მაგრამ გაცილებით რთულადაა სიტუაცია, როცა ქალი სასამართლოს მიერ არის აღიარებული ქმედობაუუნაროდ. 2009 წელს, სოციალური დაცვის სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკით, ორ ქალს განუსაზღვრეს ქმედობაუუნაროს სტატუსი სასამართლოს მეშვეობით, რის შემდეგაც მათი შვილები გააშვილეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ანა აბაშიძემ, რომლის თქმითაც, კანონში პირდაპირ არ წერია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ქმედობაუუნაროდ აღიარებულ ქალს არ აქვს მშობლობის უფლება, მაგრამ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში წერია, რომ თუ ბავშვს ჰყავს ქმედობაუნაარო მშობელი, მაშინ ასეთ ბავშვს უნდა მიენიჭოს გასაშვილებლის სტატუსი. კანონის ეს მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა კონვენციასთან, რომლის რატიფიცირება საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა. ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, მიიჩნევს, რომ თვისებრივად უნდა შეიცვალოს ფილოსოფია, რომელსაც დაეფუძნება კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ:
„დაახლოებით ბოლო 20 წელია, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ შშმ პირი არ არის პაციენტი და, საერთოდ, არ არის სამედიცინო სფეროს ობიექტი. ის არის ადამიანის უფლებათა სფეროს სუბიექტი! ანუ არც ერთ შემთხვევაში შშმ პირი არ შეიძლება გავაიგივოთ რაიმე დიაგნოზთან ან რაიმე სამედიცინო მდგომარეობასთან. ეს არის ცვლილება პარადიგმისა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ მოხდა. ჩვენთან პირდაპირ სინონიმია შეზღუდული შესაძლებლობისა დაავადების მატარებელი პირი“.
ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის ზოგადად საზოგადოების პრობლემა. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ არავინ იცის, ხვალ და ზეგ ვის რა ელოდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ მოხუცებულობა ყველას გველოდება...გიორგი ძნელაძე