მუყაოს სოფელი
Your browser doesn’t support HTML5
ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, ათასამდე ადამიანი ქოხებსა და ჯიხურებში არის შესახლებული. ეს დასახლება არჩევნების შემდეგ, 2012 წელს, გაჩნდა. მუყაოსგან შეკოწიწებულ ქოხებში მოხუცები, ბავშვები და ავადმყოფებიც ცხოვრობენ. აქ არიან როგორც ეკომიგრანტები, ასევე უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი პირები. ისინი მათი საქმეების შესწავლასა და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.