ჩვენი სტუმარი: გვანცა ასათიანი

Your browser doesn’t support HTML5

5 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გვანცა ასათიანი. მან ილაპარაკა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული თანასწორობის კვირეულის შესახებ, რომელიც 4 მარტს გაიხსნა და 10 დღეს გასტანს. გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები. წლევანდელი კვირეულის ლოზუნგია „გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის“.