კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ფერმერები მიწას ამუშავებენ, რის შემდეგაც უკვე მარცვლეულ და სხვა ერთწლიან კულტურებს დათესავენ. საკარმიდო ნაკვეთი უკვე დაამუშავა სოფელ შრომაში მცხოვრებმა ლალი კეღოშვილმა. ის ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში სიმინდის დათესვას აპირებს:
„ჩვენ უკვე მოვხანით მიწის ნაკვეთი. შარშანა კარგი მოსავალი მივიღეთ და წელსაც ამის იმედი გვაქვს. მიწის ნაკვეთში სიმინდი უნდა დავთესო“.
ლალი კეღოშილისგან განსხვავებით, წელს მიწის დამუშავებას არ აპირებს სოფელ ბაისუბანში მცხოვრები ნოდარ ბუჯიშვილი. მისი განცხადებით, ოჯახი მიწებს უკვე 10 წელია აღარ ამუშავებს. ბუჯიშვილი ამის მიზეზად მოსავლის რეალიზაციის დროს შექმნილ პრობლემებს ასახელებს. ფერმერი ამბობს, რომ პრობლემას წარმოადგენს სარწყავი არხებიც და ვიდრე გასაღების ბაზრები არ გაჩნდება და სარწყავი სისტემა არ მოწერიგდება, მიწის დამუშავება მხოლო წვალება გამოდის:
„ჩემი მიწის ნაკვეთი 10 წელია არ დამუშავებულა. ამის მიზეზები იყო. ზოგჯერ საშუალება არ მქონდა, თუმცა ხშირად იმიტომ არაფერს ვთესავდი, რომ ხარჯებს ვეღარ ვანაზღაურებდი. სარწყავი სისტემები მოშლილია და მოსავალიც ვერ მოდის“.
მიწების დამუშავების პარალელურად კახეთის რეგიონში, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, აგრობარათების დარიგების პროცესი მიმდინარეობს. კახეთის გუბერნატორი ირაკლი შოლაშვილი მთავრობის პოზიციას ახმაურებს და ამბობს, რომ არც ერთი ჰექტარი მიწა დასამუშავებელი არ დარჩება. გუბერნატორის თქმით, მხოლოდ კახეთში ბარათებით 100 ათასი ადამიანი ისარგებლებს:
„მთავრობის პოზიციაა, რომ არც ერთი ჰექტარი მიწა დასამუშავებელი არ დარჩეს და ეს მიზანი წელს მაქსიმალურად იქნება განხორციელებული. წელს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გლეხობამ ვენახების გაშენება დაიწყო. ეს დარგი გახდა ძალიან მომგებიანი. ვენახთან ერთად მოთხოვნაა სხვა მარცვლეულ კულტურებზეც. დღეის მდგომარეობით, ფაქტიურად, არც ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ არის“.
„სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება იმ ფორმით, რა ფორმაც მთავრობას აქვს არჩეული“, - ფიქრობს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი. მისი განცხადებით, ფერმერების დახმარება ბარათებით არამომგებიანია და მას უფრო მეტად სწავლა-განათლება სჭირდება:
„ქართველ გლეხს თავისი ღირსება აქვს და თუ მას ხელს შევუწყობთ და გავაზარმაცებთ, გავაუქნარებთ, გავალოთებთ, ის სულ ხელგამოწვდილ მდგომარეობაში იქნება. ამიტომ რა სჭირდება მას? მას სჭირდება ისეთი კონსულტაციები და ისეთი სწავლება-უნარები, რომელიც მას დამოუკიდებელს გახდის“.
საგაზაფხულო ხვნა-თესვა კახეთში უკვე ერთი კვირაა დაიწყო. ერთი ჰექტარი მიწის დამუშავების ფასი 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. მასში არ შედის შხამ-ქიმიკატები და სასუქი.
„ჩვენ უკვე მოვხანით მიწის ნაკვეთი. შარშანა კარგი მოსავალი მივიღეთ და წელსაც ამის იმედი გვაქვს. მიწის ნაკვეთში სიმინდი უნდა დავთესო“.
ლალი კეღოშილისგან განსხვავებით, წელს მიწის დამუშავებას არ აპირებს სოფელ ბაისუბანში მცხოვრები ნოდარ ბუჯიშვილი. მისი განცხადებით, ოჯახი მიწებს უკვე 10 წელია აღარ ამუშავებს. ბუჯიშვილი ამის მიზეზად მოსავლის რეალიზაციის დროს შექმნილ პრობლემებს ასახელებს. ფერმერი ამბობს, რომ პრობლემას წარმოადგენს სარწყავი არხებიც და ვიდრე გასაღების ბაზრები არ გაჩნდება და სარწყავი სისტემა არ მოწერიგდება, მიწის დამუშავება მხოლო წვალება გამოდის:
„ჩემი მიწის ნაკვეთი 10 წელია არ დამუშავებულა. ამის მიზეზები იყო. ზოგჯერ საშუალება არ მქონდა, თუმცა ხშირად იმიტომ არაფერს ვთესავდი, რომ ხარჯებს ვეღარ ვანაზღაურებდი. სარწყავი სისტემები მოშლილია და მოსავალიც ვერ მოდის“.
მთავრობის პოზიციაა, რომ არც ერთი ჰექტარი მიწა დასამუშავებელი არ დარჩეს და ეს მიზანი წელს მაქსიმალურად იქნება განხორციელებული. წელს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გლეხობამ ვენახების გაშენება დაიწყო. ეს დარგი გახდა ძალიან მომგებიანი...ირაკლი შოლაშვილი