აქცია ატოცში, ოკუპაციის წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

3 მარტს თბილისიდან ქარელის რაიონ სოფელ ატოცში ჩავიდა რამდენიმე ასეული მოქალაქე, რათა საპროტესტო აქცია გაემართათ რუსეთის მესაზღვრეების მიერ გავლებულ მავთულხლართებთან. აქციის მონაწილეებმა მესაზღვრეების ქმედება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციად შეაფასეს და შეასრულეს საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. მათ გაშალეს ტრასპარანტები: „არა ოკუპაციას!“, „შორს ხელები საქართველოსგან და უკრაინისგან!“, „რუსებო, წადით სახლში!“