უპირატესად ეთნიკური რუსებით დასახლებულ უკრაინის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, პოლიტიკური ვითარების გართულების პარალელურად, რუსეთის ორ უმსხვილეს - დასავლეთ და ცენტრალურ - სამხედრო ოლქში ჯარების მოულოდნელი საბრძოლო შემოწმება გამოცხადდა. მანევრებში, რომელიც 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს, ჩაბმულია რუსეთის არმიის ლამის ყოველი მეექვსე სამხედრო მოსამსახურე.
მართალია, კრემლი იფიცება, რომ უკრაინაში და, კერძოდ, ყირიმის ავტონომიაში შექმნილ ვითარებასთან ამ მანევრებს არავითარი კავშირი არა აქვს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების ამ განცხადების ბოლომდე არათუ უკრაინელ, არამედ რუს სამხედრო ექსპერტებსაც კი არ სჯერათ. გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ბარანეცი ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების არაგეგმიური დათვალიერებით რუსეთი ცდილობს მოიპოვოს ინიციატივა იმისათვის, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე ვითარების ესკალაციის შემთხვევაში წამგებიან სიტუაციაში არ აღმოჩნდეს:
„იმისთვის, რომ დაზღვეული ვიყოთ ვითარების ნებისმიერი განვითარებისაგან მთლიანად უკრაინაში და, კერძოდ, ყირიმში, ჩვენი არმია ახლა კუნთებს ივარჯიშებს. ვატარებთ ჯარის საკმაოდ დიდი დაჯგუფების დაუგეგმავ შემოწმებას, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ: მანევრებში ჩართული არიან ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტები, თუმცა არ აგვიმოქმედებია შავი ზღვის ფლოტი. განა ეს არ არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ მეგობრულად ვართ განწყობილი და გვესმის უკრაინაში შექმნილი რთული ვითარება?“
თუმცა იმ ფონზე, როდესაც ყირიმის პარლამენტისა და მთავრობის შენობები, ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი სახმელეთო მაგისტრალები ბლოკირებული აქვთ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლიდან გასულ სამხედრო დაჯგუფებებს, რუსეთის მანევრებს სამხედრო სცენარის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ უკრაინელი ექსპერტები. ეს არის რეალიზება იმ ყაიდის სცენარისა, რასაც შეიძლება ეწოდოს საქართველოს, დნესტრისპირეთის თუ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გათამაშებული კონფლიქტების სცენარი, - ამბობს მიხაილო სამუსი, პრაღაში მცხოვრები უკრაინელი სამხედრო მიმომხილველი.
„თუ დავუშვებთ მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარებას, მაშინ, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაცია შეეცდება ჩაატაროს ძალიან შეზღუდული ოპერაცია და ერთ-ორ დღეში მიაღწიოს უპირატესობას, როდესაც უკრაინა ვერ შეძლებს საკუთარი სამხედრო ძალებით სათანადო რეაგირების მოხდენას".
ასეთი სცენარის ამოქმედებას წინ უნდა უძღოდეს სისხლიანი პროვოკაცია, შესაბამისი საინფორმაციო კამპანია და, სულ ბოლოს, სამხედრო ოპერაციის გეგმის ამოქმედება, მშვიდობიანი მოსახლეობის ან სევასტოპოლში ბაზირებული რუსი სამხედროების დაცვის მიზნით. საინფორმაციო ომის ელემენტები ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართ აშკარაა. კრემლის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსეთის ტელეარხებში სულ უფრო ხშირად ისმის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკურად რუსი ეროვნების მოქალაქეების დაცვის მოწოდებები. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ბაზების ხელთ არსებული ძალების თანაფარდობას, სამხედრო სცენარის ამოქმედება არც ისე იოლი იქნებაო, - ამბობს მიხაილო სამუსი:
„გემებს რაც შეეხება, რუსეთს 40 ერთეულამდე სამხედრო გემი ჰყავს, უკრაინას - 30-მდე. ყირიმში წონასწორობაა თვითმფრინავების, პირადი შემადგენლობისა და საზღვაო ქვეითი ძალების რაოდენობის მხრივაც. უკრაინასა და რუსეთს ჰყავთ 2000-კაციანი სამხედრო-საზღვაო ძალები და სანაპირო დაცვის ბრიგადა“.
ამას გარდა, მიხაილო სამუსი უკრაინის ფსიქოლოგიურ უპირატესობად მიიჩნევს დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში გაღვიძებულ ეროვნულ ცნობიერებას და მოხალისეთა თავდაცვით რაზმებს, რომლებსაც, რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ დაუფინანსებლობით თუ პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად დემორალიზებულ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
„თუ უკრაინამ მოახერხა სწრაფად რეაგირება, მაშინ კონფლიქტი, შესაძლოა, ყირიმით არ შემოიფარგლოს და უკრაინის სხვა აღმოსავლეთ რეგიონებსაც მოედოს. ამ შემთხვევაში სამხედრო დაჯგუფება მრავალჯერ გაიზრდება: რუსეთს ამ მიმართულებაზე, სხვადასხვა შეფასებით, შეუძლია თავი მოუყაროს 100 ათასამდე კაცს. მაგრამ უკრაინელი ერი, განსაკუთრებით ქვეყნის შუა ტერიტორიასა და დასავლეთში, მობილიზებულია და ასეთ შემთხვევაში, ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, საკითხავია, რამდენად მოახერხებენ უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე შეყვანილი რუსეთის ჯარები უკრაინის პარტიზანულ დაჯგუფებებთან ეფექტიანად ბრძოლას“.
თუმცა შავ ზღვაში სამხედრო ძალთა თანაფარდობის თაობაზე სხვა აზრისაა რუსი სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ბარანეცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტის სიძლიერე 10-ჯერ აღემატება უკრაინისას და ყირიმის კონფლიქტში რუსეთს არათუ უკრაინის სამხედრო ძალა, არამედ თვით თურქეთის ოპერატიული დაჯგუფების ჩარევაც კი არ აშინებს:
„არ არსებობს არავითარი საფრთხე, გარდა იმისა (და ეს თქვენ შეიძლება არც დაიჯეროთ), რომ ყირიმის კონფლიქტში შეიძლება ჩაერიოს თურქეთი, რომელსაც, რა თქმა უნდა, აშშ დაუჭერს მხარს. რუსეთის გენერალურ შტაბში მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარსაც ითვალისწინებენ“.
ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებას კი ყველა შესაძლებლობის ამოქმედება სჭირდება და რუსეთიც მოქმედებს.
სამხედრო ექსპერტები ბოლო ხანს ვერ იხსენებენ „საბრძოლო მზადყოფნის ისეთ მასშტაბურ შემოწმებას“, რომელშიც ასეთი რაოდენობის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა იყოს ჩაბმული: „ერთკვირიან საბრძოლო დათვალიერებად“ მონათლულ სამხედრო მანევრებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90 სამხედრო თვითმფრინავი, 120-ზე მეტი შვეულმფრენი, 880 ტანკი და 80-მდე გემი მონაწილეობს.