ტურჩინოვი უკანონოდ აცხადებს ყირიმის პრორუსული ორიენტაციის პრემიერ-მინისტრის დანიშვნას

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი უარს ამბობს, მიიღოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად პრორუსული ორიენტაციის სერგეი აქსიონოვის დანიშვნა. ტურჩინოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის ძალითაც, აქსიონოვის დანიშვნა უკანონოდ ცხადდება.