იანუკოვიჩის უახლოესი თანაშემწე სერგეი კლიუევი, შესაძლოა, დაჭრილი იყოს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის ცნობით ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მიატოვა მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ახლო მოკავშირემ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი კლიუევმა, რომელიც მისი პრეს-მდივნის თქმით, დაჭრილი უნდა იყოს მასზე უცნობი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. ცნობილი ოლიგარქი და იანუკოვიჩის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოხელე იმ პირთა შორისაა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სერიოზული სახელმწიფოებრივი დანაშაულის ჩადენაში. სამშაბათს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა მიმართვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელსაც უკრაინელი კანონმდებელი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და მთავრობის სხვა წევრების - შინაგან საქმეთა მინისტრ ვიტალი ზახარჩენკოს, გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკასა, სერგეი კლიუევისა და სხვა მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებას თხოვენ. ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილდებარეობა კი დღემდე უცნობია.