81 სოფლის ახალი ამბულატორიის მშენებლობაა დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობას 2 მლნ 400 ათასი ლარის გამოყოფა აქვს გადაწყვეტილი. რა მდგომარეობაშია სოფლის ამბულატორიები და რა პრობლემების წინაშე დგანან დღეს სოფლის ექიმები?
ლელა ბერიძიშვილი 1988 წლიდან სოფელ ბაკურციხის ექიმად მუშაობს. ახლა მას ოჯახის ექიმი ჰქვია. მისი თქმით, გასული საუკუნის 60-იან წლებში მეურნეობის კანტორისთვის აშენებულ, ახლა უკვე ნახევრად დანგრეულ შენობაში ორი ექიმი და ერთი სტომატოლოგი მუშაობს. იმის გამო, რომ ბაკურციხის ყოფილი ტექნიკუმის შენობაში აფხაზეთიდან დევნილებიც შეასახლეს, დღეს სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 4 ათასზე მეტია. ყველა პაციენტი სოფლის ამბულატორიას მიმართავს, ხოლო ვინც თავად ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, მასთან ექიმი მიდის - მიდის ხშირად ფეხით:
„ჩვენ არ გვემსახურება ტრანსპორტი, საკუთარი ტრანსპორტიც არ გვაქვს და მივდივართ ფეხით, ან, თუ პაციენტმა მომაკითხა მანქანით, წამიყვანს მანქანით და მომიყვანს. ტაქსიც არ არის, რომ ჩაჯდე და წახვიდე და მოხვიდე“.
ბაკურციხის სოფლის ამბულატორიის მომსახურებაში შედის იმუნიზაცია, ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა, ორსულობის პროგრამა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის ინსულინით თერაპია და რეცეპტურა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიწოდება და სხვ.
ბაკურციხის სოფლის ამბულატორია ბოლოს რამდენიმე წლის წინ აღიჭურვა ე.წ. პრეზიდენტის აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, რაშიც, როგორც ლელა ბერიძიშვილი ამბობს, შედიოდა კარდიოგრამის და წნევის აპარატი, ფონენდოსკოპი, გლუკომეტრი და პორტატიული ოფთალმოსკოპ-ოტოსკოპი, ჩვილი ბავშვის სასწორი და კარადა. ლელა ბერიძიშვილი უფრო შენობაში არსებულ მდგომარეობას უჩივის:
„პირობები არის ძალიან რთული, მე თუ მკითხავთ, ძალიან მძიმე. დღეს იმუნიზაციის დღე მაქვს - 2, 3-4 თვის ბავშვები იკეთებენ იმუნიზაციას და 5 ბავშვი მიზის ახლა კაბინეტში. ერთდროულად შემოდის დედა, თავისი პატარა ბავშვით, იმიტომ რომ გარეთ, სიცივეში... ფოიეში ძალიან ცივა, კარი ღიაა და არ იხურება. აქედან გამომდინარე, ეს ბავშვები რომ არ გაცივდნენ, იძულებული ვარ, რომ ჩემს ოთახში შევიყვანო ყველა ერთად. ჩემს ოთახშიც უკეთესი პირობები არ არის, უბრალოდ, შეშის ღუმელი ანთია და ამ შეშასაც ჩვენ ვყიდულობთ და ამით ვათბობთ ჩემს ოთახს და მეორე ექიმიც ეგრე ათბობს თავის ოთახსაც“.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მარინა ბერაძე ამბობს, რომ უკანასკნელ წლებში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა სერიოზულად აზარალა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სფერო. მარინა ბერაძის თქმით, შეიძლება ითქვას, სოფლის დონეზე პირველადი ჯანდაცვა საერთოდ არ არსებობს. ამას ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლის ორგანიზაციის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სფეროს პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს აკითხავს მოსახლეობის მხოლოდ 2,1 პროცენტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს:
„სისტემა გაუმართავია სტრუქტურულად, ფუნქციურად და ფინანსურად. რას ვგულისხმობ ფინანსურ გაუმართაობაში: სამედიცინო პერსონალის საშუალო თვიური ხელფასი ძალიან დაბალია, ქვეყანაში არსებულ საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით, და მომსახურებაც, რასაც აწვდიან ექიმები ახლა, ამ სახელმწიფო დაფინანასებითაც არის ეპიზოდური და ფრაგმენტული“.
მარინა ბერაძის თქმით, გასამართია როგორც ამბულატორიების ინფრასტრუქტურა, ასევე ასამაღლებელია თავად სოფლის ექიმის კვალიფიკაცია. მარინა ბერაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ სოფლებში მთლიანად მოშლილი იყო პირველადი ჯანდაცვის სერვისი.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთობლივი თანამშრომლობით, დაგეგმილია სოფლის 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა მსუბუქი კონსტრუქციით. მთლიანად 36 კვადრატული მეტრის შენობა თანამედროვე სისტემით იქნება აღჭურვილი. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე განმარტავს, ამბულატორიებში ყველა სახის პირველადი მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი:
„ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და სხვა საშუალებები იქნება უფრო მაღალ დონეზე, ანუ პირველადი ჯანდაცვის შემდგომ რგოლზე პოლიკლინიკურ დაწესებულებებში. რაც შეეხება მარტივ ტესტებს, სისხლში შაქრის განსაზღვრას, იმ შემთხვევაში, როცა მარტივი ტექნოლოგიებია, ეს შესაძლებელი იქნება და მათ მიეწოდებათ ასეთი ტიპის მარტივი აპარატები, რომლის გამოყენებასაც რაიმე ტიპის სპეციალიზებული ცოდნა არ სჭირდება“.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი მახათაძის თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა მცდელობა ჯანდაცვის პირველადი სექტორის რეფორმისა, რომ ის მიახლოებოდა თანამედროვე სტანდარტს, მაგრამ რეფორმა ვერ შეეხო სოფლის ექიმებს. პირველი პრობლემა იყო ის, რომ დაფინანსება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ხელფასის 50 % -ს ექიმს უხდიდა სახელმწიფო და მეორე ნახევარს - სადაზღვევო კომპანია. ამასთან, ხელფასიდან ექიმებს ექვითებოდათ საშემოსავლო და მათ თავისი ანაზღურებიდან უნდა შეეძინათ მედიკამენტები და საჭირო ნივთები. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ექიმები კერძო ინდმეწარმეებად დაარეგისტრირეს. დიმიტრი მახათაძის თქმით, პირველ ეტაპზე მოგვარდა ექიმებისთვის დაგროვილი დავალიანების გადახდის საკითხი, ახლა კი რეგიონალური მუნიციპალიტეტების მიერ შედგენილი სიის მიხედვით დაიწყება ამბულატორიების მშენებლობაც.
ამჟამად, როგორც დიმიტრი მახათაძე ამბობს, პირველადი ჯანდაცვის საბჭო და ექსპერტები სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობენ და, მისივე სიტყვებით, პროგრამის შემუშავების შემდეგ ბევრი პრობლემური საკითხის გადაჭრა მოხერხდება.
ლელა ბერიძიშვილი 1988 წლიდან სოფელ ბაკურციხის ექიმად მუშაობს. ახლა მას ოჯახის ექიმი ჰქვია. მისი თქმით, გასული საუკუნის 60-იან წლებში მეურნეობის კანტორისთვის აშენებულ, ახლა უკვე ნახევრად დანგრეულ შენობაში ორი ექიმი და ერთი სტომატოლოგი მუშაობს. იმის გამო, რომ ბაკურციხის ყოფილი ტექნიკუმის შენობაში აფხაზეთიდან დევნილებიც შეასახლეს, დღეს სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 4 ათასზე მეტია. ყველა პაციენტი სოფლის ამბულატორიას მიმართავს, ხოლო ვინც თავად ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, მასთან ექიმი მიდის - მიდის ხშირად ფეხით:
„ჩვენ არ გვემსახურება ტრანსპორტი, საკუთარი ტრანსპორტიც არ გვაქვს და მივდივართ ფეხით, ან, თუ პაციენტმა მომაკითხა მანქანით, წამიყვანს მანქანით და მომიყვანს. ტაქსიც არ არის, რომ ჩაჯდე და წახვიდე და მოხვიდე“.
ბაკურციხის სოფლის ამბულატორიის მომსახურებაში შედის იმუნიზაცია, ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა, ორსულობის პროგრამა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის ინსულინით თერაპია და რეცეპტურა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიწოდება და სხვ.
პირობები არის ძალიან რთული, მე თუ მკითხავთ, ძალიან მძიმე. დღეს იმუნიზაციის დღე მაქვს - 2, 3-4 თვის ბავშვები იკეთებენ იმუნიზაციას და 5 ბავშვი მიზის ახლა კაბინეტში...ლელა ბერიძიშვილი
„პირობები არის ძალიან რთული, მე თუ მკითხავთ, ძალიან მძიმე. დღეს იმუნიზაციის დღე მაქვს - 2, 3-4 თვის ბავშვები იკეთებენ იმუნიზაციას და 5 ბავშვი მიზის ახლა კაბინეტში. ერთდროულად შემოდის დედა, თავისი პატარა ბავშვით, იმიტომ რომ გარეთ, სიცივეში... ფოიეში ძალიან ცივა, კარი ღიაა და არ იხურება. აქედან გამომდინარე, ეს ბავშვები რომ არ გაცივდნენ, იძულებული ვარ, რომ ჩემს ოთახში შევიყვანო ყველა ერთად. ჩემს ოთახშიც უკეთესი პირობები არ არის, უბრალოდ, შეშის ღუმელი ანთია და ამ შეშასაც ჩვენ ვყიდულობთ და ამით ვათბობთ ჩემს ოთახს და მეორე ექიმიც ეგრე ათბობს თავის ოთახსაც“.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მარინა ბერაძე ამბობს, რომ უკანასკნელ წლებში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა სერიოზულად აზარალა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სფერო. მარინა ბერაძის თქმით, შეიძლება ითქვას, სოფლის დონეზე პირველადი ჯანდაცვა საერთოდ არ არსებობს. ამას ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლის ორგანიზაციის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სფეროს პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს აკითხავს მოსახლეობის მხოლოდ 2,1 პროცენტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს:
ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და სხვა საშუალებები იქნება უფრო მაღალ დონეზე, ანუ პირველადი ჯანდაცვის შემდგომ რგოლზე პოლიკლინიკურ დაწესებულებებში. რაც შეეხება მარტივ ტესტებს, სისხლში შაქრის განსაზღვრას, იმ შემთხვევაში, როცა მარტივი ტექნოლოგიებია...დიმიტრი მახათაძე