ერაყში ექსტრემისტებმა სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს

შაბათს ერაყელმა ექსტრემისტებმა სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს და მცირე ხნით კონტროლი დაამყარეს ანბარის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ ქალაქზე. მანამდე კი სამთავრობო ძალებსა და სუნიტი ისლამისტების შეტაკებას პარასკევს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების განცხადებით შვეულმფრენის ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, შვეულმფრენს ცეცხლის იმ დროს გაუხსნეს, როდესაც ქალაქ კარმას გადაუფრინა. პარასკევს ღამით, ათეულობით ექსტრემისტმა იერიში მიიტანა ქალა ალ საინიაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე. შეტაკების შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, თავდამსხმელებმა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტეს ისლამისტური სახელმწიფოს“ დროშა აღმართეს . შაბათს დილით მათ უკან დაიხიეს. სასტიკი შეტაკებები შაბათს ანბარის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ რამადიშიც მოხდა. ერაყის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მოქმედებების 72 საათით შეწყვიტა საომარი ოპერაცია ქალაქ ფალუჯაზე, სადაც ექსტრემისტები არიან განლაგებულნი.